მოუსმინეთ მუსიკას და არა ხალხს! - სიმბოლური საჩუქრები დეპუტატებს
პოლიტიკა - 12:31, 25 Dec, 2014     1536

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის წევრებს ფლეშმეხსიერების ბარათით ასაჩუქრებენ, სადაც საშობაო სიმღერებია ჩაწერილი. ამ სიმბოლური გზავნილით კამპანია, "ეს შენ გეხებას" წევრები დეპუტატებს მოუწოდებენ - "მოუსმინონ საშობაო სიმღერებს და არა - ხალხს".

"კამპანია "ეს შენ გეხება" საახალწლო საჩუქრებს უგზავნის იმ კანონპროექტის მხარდამჭერ დეპუტატებს, რომლითაც ე.წ. გასაღები კვლავ შსს-ს ხელში დარჩა. ამ აქციით მათ შევახსენებთ პასუხისმგებლობას, რომელიც აიღეს ამ კანონპროექტის მხარდაჭერით. დეპუტატებს ვუგზავნით ფლეშ მეხსიერების ბარათებს, რომელსაც ერთ მხარეს აწერია "ეს შენ გეხება", მეორე მხარეს კი - "ამას მოუსმინეთ". მათ ვეუბნებით, რომ მოუსმინონ სიმღერებს და არა საკუთარ მოქალაქეებს. ასევე ვუგზავნით სტიკერებს წარწერით -"ნუ გვისმენთ", "მოუსმინეთ ხალხის ხმას". - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.

კამპანიის „ეს შენ გეხება“-ს ერთ-ერთი წარმომადგენლის, გაზეთ "რეზონასის" მთავრი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის თქით, დღევანდელი საჩუქრებით დეპუტატებს შეახსენებენ, რომ ყველაფერი ახსოვთ.

"გვახსოვს კარგიც და გვახსოვს ცუდიც. მეხსიერების ბარათი სწორედ ამის გამოხატულებაა. დეპუტატებს ვეუბნებით, რომ ამ ცუდი კანონით თვითონაც არ არიან დაცულები, ეს კანონი მათაც ეხებათ და მათ ჯიბეში და სულშიც დაიწყებენ ქექვას", - განახცადა ლაშა ტუღუშმა.

კანონმდებლები დღეს მეხსიერების ბარათებს მიიღებენ, სადაც საახალწლო სიმღერებია ჩაწერილი. არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი დემოკრატიული ქვეყნისთვის შეუფერებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42