რა კავშირი აქვთ მოგებულ ტენდერებთან მაღალი თანამდებობის პირებს
პოლიტიკა - 12:13, 25 Dec, 2014     2148

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში მაღალი თანამდებობის პირების კუთვნილი კომპანიები იმარჯვებენ.

ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი ორგანიზაციაა, რომლის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების დიდი წილი სამშენებლო სამუშაოებზე მოდის. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დეტალურად შეისწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის განხორციელებული შესყიდვები.

ამშენებლო სამუშაოებისთვის შესყიდვებს, ძირითადად, სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყების მიერ სამშენებლო სამუშაოებზე დახარჯულმა თანხამ 2013-2014 წლებში (2014 წლის დეკემბრამდე) დაახლოებით 346.5 მილიონი ლარი შეადგინა;

„ტენდერში გამარჯვებულებს შორის თანამდებობის პირების - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის დავით გალეგაშვილის და პარლამენტის წევრის სერგო ხაბულიანის მფლობელობაში მყოფი კომპანიებიც არიან; 2013-2014 წლებში 400 ტენდერიდან 126 შემთხვევაში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა; 2014 წელს ზოგიერთ ტენდერში სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მყოფმა კომპანიებმა - „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ” და „თუშეთგზამ” გაიმარჯვეს; იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც 2013-2014 წლებში სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს, მხოლოდ ერთ მათგანს ჰქონდა შეხება პოლიტიკურ პარტიასთან. კერძოდ, შპს „კავკასენერგოს” მფლობელმა ზვიად მესხმა 2014 წლის ივნისში ქართულ ოცნებას 30 000 ლარი შესწირა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „საგზაო-სამშენებლო სარემონტო კომპანია „სერპანტინი” მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს უკავშირდება. კომპანიამ ორი წლის მანძილზე 6 ტენდერში გაიმარჯვა და 23.8 მლნ ლარი შემოსავალი მიიღო. წილების უმეტესობას (51%) კომპანიაში თამარ ჯანყარაშვილი ფლობს, რომელიც, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედაა. 2011-2012 წლებში კომპანიამ უფრო მეტ, 8 ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა მათი ჯამური ღირებულება მხოლოდ 1.7 მლნ. ლარი იყო.

„2011 წელს რეგისტრირებულმა შპს „ჰერიომ”, რომლის მფლობელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილია, 2014 წელს 1.1 მილიონი ლარის ღირებულების ერთი კონტრაქტი მოიგო, 2013 წელს კი კომპანიას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში არ გაუმარჯვია. აღსანიშნავია, რომ გალეგაშვილს და მის მეუღლეს ჯამში 360 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აქვთ აღებული. ამ სესხების ყოველთიური გადასახადი მინისტრის მოადგილის ხელფასს სამჯერ აღემატება.

1996 წელს დაარსებულმა შპს „ცეკურმა“, რომლის 62%-ს პარლამენტის წევრი სერგო ხაბულიანი ფლობს, ორი წლის განმავლობაში 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2 კონტრაქტი მიიღო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში უმსხვილესი სამშენებლო კონტრაქტი 1995 წელს სს „საგზაო კომპანია თბილისთან“ გაფორმდა. 21 მლნ ლარზე მეტის ღირებულების ეს კონტრაქტი კომპანიას თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის გაუფორმდა. რადგანაც კომპანია სააქციო საზოგადოების ფორმითაა რეგისტრირებული, მისი მფლობელების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არ იძებნება“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42