ცხინვალის რეგიონს და მოსკოვს საერთო არმია და სპეცსამსახური ეყოლებათ
პოლიტიკა - 11:47, 25 Dec, 2014     2863

რუსული მედია რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის დაგეგმილი ახალი შეთანხმების პროექტს აქვეყნებს.

ტექსტის თანახმად, რომელიც "ვედომოსტიში" დაიბეჭდა, იგეგმება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ინტეგრაცია. გაერთიანდება რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის არმია და ძალოვანი სტუქტურები, მათ შორის სპეცსამსახურები.

გარდა იმისა, რომ მხარეები ვალდებულებას იღებენ თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ,თავდაცვისა და უსაფრთხოების ფუნქციას მოსკოვი თავის თავზე იღებს. მათ შორის კანონიერების დაცვის , წესრიგის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ჩათვლით.

სამხრეთ ოსეთის არმია და ძალოვანები გახდებიან რუსეთის ანალოგიური სტრუქტურების ნაწილი (სამხრეთ ოსეთის „კგბ“ ხდება რუსეთის „ფსბ“-ს ნაწილი), ამასთანავე საკონტრაქტო და სავალდებულო სამხედრო სამსახურს ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლები საკუთარ ტერიტორიაზე გაივლიან. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა, საგამოძიებო და სასჯელაღსრულების ორგანოები ხდებიან რუსეთის შესაბამისი ორგანოების ნაწილი.

დაგეგმილია გამშვები პუნქტების და საბაჟო კონტროლის გაუქმება რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის, რის შედეგადაც ხალხის გადაადგილება და ტვირთის მოძრაობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი, საბაჟო ორგანოები რუსეთის შემადგენლობაში შევა, თუმცა გადასახადი დარჩება ცხინვალის ბიუჯეტში.

შეთანხმების თანახმად საჯარო მოხელეების ხელფასი, პენსიები და შეღავათები გაუტოლდება ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის დონეს.

მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის 2015 წლის დასაწყისში იგეგმება.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბორის ჩოჩიევის ცნობით, შეთანხმების ტექსტმა ხელმოწერამდე შესაძლოა გარკვეული ცვლილება განიცადოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42