საგარეო უწყებაში დღს ვიზა ლიბერალიზაციის (VLAP) მე-2 ბლოკით სამოქმედო გეგმები განიხილეს
პოლიტიკა - 11:53, 25 Dec, 2014     1425

საგარეო საქმეთა სამინისტროში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, ასევე შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) მე-2 ბლოკით განსაზღვრული მიმართულებები და ამ მხრივ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საზღვრის მართვის, მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროებში VLAP-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მ.წ. 29 ოქტომბრის ევროკომისიის ანგარიშისა და მ.წ. 17 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მეორე, დასკვნით ფაზაზე გადავიდა.

8-12 დეკემბერს VLAP-ის იმპლემენტაციის მეორე ფაზაზე შედგა ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისიის ვიზიტი, რომელთაც შეისწავლეს პირველი ბლოკით (დოკუმენტების უსაფრთხოება) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა. 2015 წლის განმალობაში საქართველოში განხორციელდება ევროკავშირის შემფასებელი მისიების ვიზიტები VLAP-ის მე-2 (საზღვრისა მართვა მიგრაცია, თავშესაფარი), მე-3 (საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება) და მე-4 (საგარეო ურთიერთობები, ადამიანის უფლებები) ბლოკებით გათვალისწინებული მიმართულებების შესწავლის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42