სავალუტო ფონდი საქართველოს 58.1 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანშის ათვისების უფლებას აძლევს
პოლიტიკა - 11:32, 25 Dec, 2014     1497

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის პროგრამის პირველი მიმოხილვა დაასრულა, რაც ჩვენს ქვეყანას 58.1 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანშის ათვისების უფლებას აძლევს.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე საფუძველს ასახელებს:

1. ქვეყნის ფარგლებს გარედან მომდინარე გამოწვევების მიუხედავად, 2014 წელს საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარება შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ პროგრამას;

2. მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5 პროცენტია და ის მიღწეული იქნება ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნითა და ფისკალური ექსპანსიით.

3. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაფართოვდა მთლიანი შიდა პროდუქტის წილობრივად 8.5 პროცენტამდე. ეს მოსალოდნელიც იყო მიმდინარე წლის ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების საფუძველზე;

4. ინფლაციაც პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ მაჩვენებელს შეესაბამება;

5. პროგრამის საშუალოვადიანი ფისკალური კონსოლიდაციის სტრატეგია, ინფლაციის თარგეთირება ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის პირობებში, გარე შოკებისადმი გაზრდილი გამძლეობა და გაუმჯობესებული კონკურენტუნარიანობა;

6. სტრუქტურული რეფორმები არსებითია მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის;

7. ხელისუფლება ფისკალური კორექტივების მხრივ ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება. ეს დასტურდება 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, რომელშიც მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში დეფიციტი მცირდება 3.0 პროცენტამდე;

8. გაცვლითი კურსის მოქნილი რეჟიმი ქვეყანას დაეხმარება კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში, რადგან პარტნიორ ქვეყნებში გაცვლითი კურსი კორექტირდება;

9. რისკების არსებობის მიუხედავად, ნავთობზე ფასების ბოლოდროინდელმა კლებამ შეიძლება გააძლიეროს ეკონომიკური ზრდა და შეამციროს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42