თბილისის მთვარი საახალწლო ნაძვი სხე დღეს აინთება
პოლიტიკა - 10:39, 25 Dec, 2014     2952

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღეს 19:00 საათზე, მთავარი ნაძვის ხე აინთება. საახალწლო ნაძვის ხეს დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია აანთებს.

საახალწლოდ კულტურულ-გასართობი ღონისძიებები იმართება, რომელიც დღეიდან იწყება. რიყის პარკში დღეს საშობაო ბაზრობა გაიხსნება, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. რიყის პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა ტკბილეული დააგემოვნონ, ასევე, შეიძინონ საახალწლო აქსესუარები.

დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, რიყის პარკი სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლებს. 25, 31 დეკემბერსა და 1, 7 იანვარს, 12:00-დან 18:00 საათამდე, რიყის პარკში ასევე, გაიმართება საბავშვო კონცერტები. რიყის პარკში მდებარე ამფითეატრში სახელოვნებო სკოლების მოსწავლეების კონცერტები იგეგება.

25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ერეკლე II-ს ქუჩაზე ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება.

რაც შეეხება თოვლის ბაბუას, ერთი ბოტანიკურ ბაღში, ხოლო მეორე მთაწმინდის პარკში დაიდებს ბინას. 26 დეკემბერს, 11:00 საათზე, თოვლის ბაბუა ბოტანიკურ ბაღს ეწვევა, ხოლო მეორე თოვლის ბაბუა მთაწმინდის პარკს 27 დეკემბერს, 11:00 საათზე ეწვევა და იქ 7 იანვრის ჩათვლით დარჩება.

საახალწლო გალა კონცერტი 31 დეკემბერს, საღამოს 22:00 საათზე, ევროპის მოედანზე დაიწყება და გვიან ღამემდე გასტანს. 7 იანვარს კი, თბილისში საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.

რაც შეეხება სპორტულ- გასართობ ღონისძიებებს, 25 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლი, ველომარათონი მოეწყობა. თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმული მოქალაქეები ველოსიპედებით გარეუბნებს მოივლიან და ბავშვებს ტკბილეულს დაურიგებენ.

29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით კი, ჰოკეის ითამაშებენ. თამაშს ყოველდღე, რიყის პარკში - 13,14, და 15:00 საათზე იგეგმება. მოეწყობა ასევე, ფიგურული სრიალი, რომელიც რიყის პარკში 29 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გასტანს. წარმოდგენებს 12, 15 და 17:00 საათზე გამართავენ, ხოლო დანარჩენ დროს, მოქალაქეებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ყინულის მოედნით ისარგებლონ.

პარკური რიყის პარკში 25 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. წარმოდგენას გამართავენ 13, 15 და 17:00 საათზე. ასევე, 7 იანვრის ჩათვლით, რიყის პარკში კალათბურთის მოთამაშეები „ჩატენვები“-ს შოუს გამართავენ.

რიყის პარკში 26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, სპორტსმენები ბატუტზე საჩვენებელ გამოსვლებს მოაწყობენ მხატვრული ტანვარჯიშის წარმოდგენები კი, რიყის პარკში ასევე, 26 დეკემბრიდან - 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. ამავე პერიოდში, რიყის პარკში, სპორტული ტანვარჯიშის წარმოდგენებიც მოეწყობა.

25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, რიყის პარკში მისულ სტუმრებს თოვლის ბაბუა და ელფები უმანსპინძლებენ. ამავე დროს, რიყის პარკში მისული მოქალაქეები სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს იხილავენ. მეტეხის ხიდზე კი, 25–26 დეკემბერს, დრიფტ შოუს წარმომადგენლების შოუ იგეგმება.

რიყის პარკში, 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ილუზიონისტები სხვადასხვა წარმოდგენებს მოაწყობენ. მოძრაობის თეატრი კი, 25, 26, 30 და 31 დეკემბერს და 1, 3 და 7 იანვარს, ასევე რიყის პარკში, სხვადასხვა სახის წარმოდგენას გამართავს. სანტა-კლაუსი და გრინჩი რიყის პარკში, 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა სახის “FLASH MOB”-ს გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42