ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა Freedom House -ის აღმასრულებელ დირექტორთან დევიდ კრამერთან ინტერვიუში ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. საუბარი საქართველოსაც შეეხო.
„რეგიონში მდგომარეობა უარესობისკენ მიდის. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მარცხი დაგვანახა, თუმცა ეს ადრეც ვიცოდით.
საუბარი შეგვიძლია დავიწყოთ გაეროს ქარტით,რომელიც ყოველგვარ აგრესიას კრძალავს. თუმცა ტრანსატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების საფუძვლად 1975 წლის ჰელსინკის აქტი ითვლება, რომელიც კონკრეტულად კრძალავს საზღვრების ცვლილებას ძალადობრივი მეთოდით. რომელიც დღეს აღარ მოქმედებს.
მსგავსი რამ მოხდა ცოტა ხნის წინ საქართველოში, 2008 წელს რუსეთის შეჭრისას. ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა ვიტყოდი, რომ მათი მოლაპარაკება შეწყდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარის დარჩენით. შედეგ კი, ერთი თვის შემდეგ, როდესაც უცხოური ჯარების სტატუსი არ შეცვლილა ,ევროპა ამტკიცებდა „ მადლობა ღმერთს,საღმა აზრმა გაიმარჯვა“. ეს იყო 2008 წელს. შემდეგ მივიღეთ ამ სცენარის გამეორება. ახლა კი გამოღვიძების დროა.
ჩვენ მივეცით საქართველოში აგრესიის გამოვლენის უფლება, ჩვენივე უმოქმედობით და „მშვიდობისა და სიყვარულის“ იდეაზე საუბრით. ის რაც დღეს ხდება ახალი არ არის. გავიხსენოთ პუტინისა და მედვედევის განცხადებები 2009 წელს, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის მიზანი , ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვაში ხელის შეშლა იყო. ახლა კი ,უკრაინას უშლის ხელს .
დღეს ჩვენ ვხედავთ აგრესორის ჭეშმარიტ სახეს.
ხალხს თავისუფლება სურს. როგორც ვნახეთ მაიდანზე შეკრებილი ხალხი მზად იყო გაყინვისთვის,სიკვდილისთვის თავისუფლების სანაცვლოდ."- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






