ომბუდსმენის მიმართვას შსს პასუხობს
პოლიტიკა - 20:17, 24 Dec, 2014     1189

სახალხო დამცველის მიმართვას, რომელიც ოჯახური ძალადობის საკითხებს შეეხებოდა შსს პასუხობს. უწყება მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან.

„გამოვხატავთ პატივისცემას ომბუდსმენის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წამყვანი ეროვნული ინსტიტუტისადმი და ვაფიქსირებთ მზაობას თანამშრომლობისთვის, საჭიროდ მიგვაჩნია ანგარიშვალდებული ვიყოთ სახალხო დამცველისა და საზოგადოების წინაშე და გავცეთ პასუხები ჩვენი უწყების მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს.

2014 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული მიმართვა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ უახლეს მდგომარეობას არ ასახავს, ასევე არარეალურია მასში დაფიქსირებული მოლოდინები პრობლემის დაძლევის მიმართ. კერძოდ,
1) მინისტრს პირად კონტროლზე უკვე ჰყავს აყვანილი ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე კანონით განსაზღვრული მექანიზმების გამოყენების საკითხი, რასაც ადასტურებს შსს-ს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე; ასევე მინისტრის N726 ბრძანება ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების კომისიის შექმნაზე და მინისტრის 2014 წლის 9 დეკემბრის №45 მითითება „ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ღონისძიებების გამკაცრების შესახებ“, რომლითაც მკაფიოდ განისაზღვრა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიულ ორგანოების მიერ შემაკავებელი ორდერების გამოცემის საკითხი;
2) უფლებამოსილ თანამშრომლებს არათუ განემარტათ საკითხის სენსიტიურობა, არამედ შსს ტერიტორიული ორგანოებიდან მოხდა თანამშრომლების (ქალი და მამაკაცი პოლიციელების შემადგენლობით) მომზადება და იდენტიფიცირება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების მიზნით. ასევე, ტარდება პოლიციელთა ტრენინგები ამ მიმართულ;ებით, რომელიც უკვე 500-ზე მეტმა უბნის ინსპექტორმა გაიარა;
3) შემაკავებელი ორდერების გამოყენების ყოველთვიური მაჩვენებელი ბოლო 11 თვის მანძილზე 2 ერთეულიდან 145 ერთეულამდე გაიზარდა; ხოლო 2014 წელს ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების 74% უკვე გახსნილია და დამნაშავეები პასუხისგებაში არიან მიცემულნი;
4) ძალადობის პრევენციის მიზნით მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და შექმნილია ცხელი ხაზი;
5) შს სამინისტრო დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუშაობს ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული დატვირთვით მუშაობს ძალადობის პრევენციის და ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა პრობლემას წარმოადგენს ევროკავშირის განვითარებული ქვეყნებისთვისაც, სადაც 2014 წელს ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად (იხ.http://fra.europa.eu/sites/default/files/fra-2014-vaw-survey-main-results-apr14_en.pdf) 15 წელზე უფროსი ქალების საშუალოდ 33% სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლია. ასევე, ნიშანდობლივია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ეგიდით გენდერული ურთიერთობების სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც ჩანს პრობლემის კომპლექსური ხასიათი და მრავალი შემადგენელი, რომლის სრულად მოგვარების მოლოდინი მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იქნებოდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს გუშინ მიმართა, პირად კონტროლზე აიყვანოს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთა მიერ კანონით განსაზღვრული მექანიზმების გამოყენების საკითხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას მსხვერპლთა დაცვა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევების პრევენცია. ასევე მოუწოდა, რომ უფლებამოსილ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ განემარტოთ საკითხის სენსიტიურობა, რათა ყველა ზომა იქნას გამოყენებული საქართველოში არსებული ოჯახში ძალადობის საგანგაშო ტენდენციის შესაჩერებლად.
„არაერთი მოწოდების მიუხედავად იმის თაობაზე, რომ შესაძლო ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ

გამოყენებული ყოფილიყო კანონით გათვალისწინებული დაცვის ღონისძიებები, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი რიგი შემთხვევებიდან იკვეთება, რომ ხელწერილის გამოყენება კვლავ გრძელდება. ასეთ ფორმას კი საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისგან დასაცავად არსებული სამართლებრივი მექანიზმები და ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც სრულიად არაეფექტურია.

სახალხო დამცველის მიერ შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ხელწერილი ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლის ეფექტურ დაცვას, რადგან არ აქვს ის სამართლებრივი თანმდევი შედეგები, რაც მსხვერპლთა დაცვისათვის შემაკავებელ ორდერს გააჩნია. ასევე, ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი ძალადობის პრევენციას ან, მომხდარის შემთხვევაში, მოძალადის პასუხიმგებლობის დაყენებას“, - ნათქვამი იყო ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42