რუსი პოლიტიკოსები რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ შეთანხმებას აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს ხელშეკრულება აფხაზეთს განვითარების საშუალებას და მეტ დაცულობას მოუტანს. დეპუტატების განცხადებები "აპსნი.რუ"-ზე გამოქვეყნდა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით , ყველა სამხედრო საფრთხე რომელიც აფხაზეთს დაემუქრება, შეფასებული იქნება როგორც საფრთხე რუსეთისთვის:
„შეთანხმება, რომელის ცოტა ხნის წინ გაფორმდა რუსეთსა და აფხაზეთს შორის გულისხმობს, რომ ახლა ყველა სამხედრო საფრთხე რომელიც აფხაზეთს დაემუქრება, შეფასებული იქნება როგორც საფრთხე რუსეთისთვის.
ფაქტობრივად, ფორმირებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცე და რუსეთის ფედერაციის საზღვრები ენგურის ხიდამდე გადაიწევს ( თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან საზღვრის დაცვა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს სხვა საშუალებებითაც შეუძლიათ)." - აღნიშნავს ის.
კალაშნიკოვის თქმით, ,,მათი ქვეყნების" შეიარაღებული ძალების გაერთიანება უკვე დაკანონებულია, რაც ქმედებებს უფრო ეფექტურს გახდის
რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის გენადი ზუგანოვის თქმით, 2008 წელს რუსეთს რომ შესაბამისად არ ემოქმედა, მის სამხრეთ საზღვართან ფართო და დიდი ცეცხლის კერა გაჩნდებოდა.
"რუსეთს რომ არ შეეზღუდა აშშ-ს მიერ შეიარაღებული საქართველოს სამხედრო აგრესია, სამხრეთ ოსეთიდან ომი აფხაზეთზეც გავრცელდებოდა და ცეცხლი მთელ კავკასიას მოედებოდა.
კონფლიქტში ჩათრეული იქნებოდა მეზობელი ტერიტორიები და რესპუბლიკები, წავიდოდნენ მეამბოხეები და მოხალისეები და ა.შ- სიტუაცია სრულად გამოვიდოდა კონტროლიდან.
რუსეთის სამხრეთ ფედერასლურ ოლქში კასპიის და შავ ზღვას შორის დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ ტერიტორია იტვლება ქვეყნის მთავარ ბეღელად, აქ არის მთავარი კურორტები- სოჭი,მინერალური წყლები,პიატიგორსკი.
ეს არა მარტო მჭიდროდ დასახლებული რაიონია, არამედ სტრატეგიულიც, ამიტომ კონფლიქტში ჩარევის, აგრესიის აღკვეთის და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება ჩვენ სტრატეგიულ იმტერესებს ემსახურებოდა."- აცხადებს ზუგანოვი.
მასალის გამოყენების პირობები






