ომბუდსმენის მიმართვა შსს-ს მოქალაქის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან კანონის დარღვევის შესახებ
პოლიტიკა - 18:25, 24 Dec, 2014     1728

უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქის მიმართ კანონის დარღვევასთან დაკავშირებით მიმართავს

"2014 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, მოქალაქე ნ.ქ.–ს ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაარღვიეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანება და სამსახურებრივი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულეს.

მოქალაქე ნ.ქ.-ს განმარტებით, იგი 2014 წლის 6 აგვისტოს 16.00 საათზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისში დააკავეს და განუცხადეს, რომ არსებობდა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. დაკავებისთანავე დაადეს ხელბორკილები და ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში. ნ.ქ.–ს მტკიცებით, დაკავებიდან ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარებამდე იგი 6 საათი ხელბორკილით იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის მანქანაში. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოქალაქე ნ.ქ.–ს არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. იგი ადმინისტრაციული დაკავებიდან 23:15 საათზე გაათავისუფლეს.

მართალია, ნ.ქ.–ს ადმინისტრაციული დაკავება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ 12 საათიან ვადას არ აღემატებოდა, მაგრამ დაკავებული 6 საათის განმავლობაში არ წარუდგენიათ გამოკვლევაზე, რაც არაგონივრულად დიდი დროა საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლით დაცული ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისთვის.

დაკავების ოქმის თანახმად, მოქალაქე ნ.ქ.–ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია, ასევე არაფერია მითითებული მისი გაქცევის მცდელობის, საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ზიანის მიყენების თაობაზე. გარდა აღნიშნული გარემოებებისა, ხელბორკილის გამოყენებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი დასაშვებად აცხადებს დაკავებულის ბადრაგირებისას, თუმცა ნ.ქ.–ს განცხადებით, ის ხელბორკილებით იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის საექსპერტო–კრიმინალისტიკური სამსახურის შენობის ეზოში მაშინ, როცა მისი ბადრაგირება არ ხორციელდებოდა. შესაბამისად, არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძველი ნ.ქ.–ს მიმართ ხელბორკილის გამოყენებისთვის."- ნათქვამია ომბუდსმენის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42