სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
პოლიტიკა - 18:12, 24 Dec, 2014     1849

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიზნებიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულებით და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა ეფექტური დაცვა და მონიტორინგი საქართველოს სახალხო დამცველის უმნიშვნელოვანეს მოვალეობას წარმოადგენს.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პერმანენტულად ახდენს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობის მონიტორინგს და ამოწმებს მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით, რეაგირებს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და სპეციალური და წლიური ანგარიშების მეშვეობით საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას არსებულ ვითარებაზე.

პრევენციის ეროვნულ მექანიზმში მონაწილე ექსპერტები პერიოდულად იცვლებიან. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ვაკანსია 34 ექსპერტზე, რომელთაც სპეციალური კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველი შეარჩევს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოქმედ ექსპერტებსაც შეუძლიათ, რომელთაც უფლებამოსილება ახალი შემადგენლობის შერჩევისთანავე შეუწყდებათ.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის გამოცდილების მქონე იურისტები, ექიმები, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, დისკრიმინაციის ფაქტების იდენტიფიცირების ექსპერტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ექსპერტი, სამხედრო ნაწილებისა და ჰაუპტვახტების მონიტორინგის ექსპერტი.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის საქმიანობა არ წარმოადგენს უვადო ან ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურად ანაზღაურებად საქმიანობას. ჯგუფის წევრების მიერ ჩატარებული აქტივობები ანაზღაურდება ცალკეული მონიტორინგის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, ხელშეკრულების საფუძველზე.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის სტრუქტურის, მანდატისა და მუშაობის მეთოდოლოგიის შესახებ, ასევე გაეცნობიან მონიტორინგის როლსა და ფუნქციებს, ექსპერტების ანგარიშვალდებულების ფორმას, ქცევის წესებსა და პასუხიმგებლობის საკითხებს. შერჩეული კანდიდატები გააფორმებენ ხელშეკრულებას სახალხო დამცველის აპარატთან, სადაც განსაზღვრული იქნება მხარეთა შესაბამისი უფლება-მოვალეობები და ქცევის კოდექსის დაცვის ვალდებულება.

პრევენციული ჯგუფის წევრები მოქმედებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების საფუძველზე და ანგარიშვალდებულნი არიან საქართველოს სახალხო დამცველის წინაშე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42