პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მიმდინარეობისას ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ უმცირესობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე. დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მოხდა. მანდატურებმა დეპუტატების გაყვანა სხდომათა დარბაზიდან შეძლეს.
დეპუტატებმა ინციდენტის შემდგომ გააკეთეს კომენტარები, რასაც უცვლელად გთავაზობთ.
„მგლის თავზე სახარებას კითახულობდნენო მასეა ამ ნაციონალების საქმე, ხაჩიძე გამოდიოდა და რაღაც საცურაო აუზებზე ლაპარაკობდა, მაშინ როდესაც საცურაო აუზები და დარბაზები გაყიდეს და გააჩანაგეს სპორტული ინფრასტრუქტურა, ამასთან დაკავშირებით მე მივმართე რომ თყუილებს ნუ ლაპარაკობთ-თქო და ჩაერთო ეს ბეჟაშვილი, რომელიც ძალიან ცუდად ატლიკინებს ენას, ესენი საერთოდ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ახლაც მიიღეს პასუხი და მერეც მიიღებენ“.- განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ
„გოგა გამოდიოდა იმ დროს, როცა უზრდელურად შეელაპარაკა, ვუთხარი კარგით რა მოგივიდათ, დამშვიდით ქალბატონია და ნორმალურად ილაპარაკეთ-თქო, მეტი არაფერი არც საკითხის შინაარსი მახსოვს რაზე იყო გამოსვლა, ამას მოჰყვა უწმაწური სიტყვები და გაუგებრობა, რისთვისაც ჩემს კოლეგებს ბოდიშს ვუხდი“. - ლევან ბეჟაშვილი
„პარლამენტში, სასესიო დარბაზში, ადამიანი ატეხილია რომ იჩხუბოს და თუ ასეთი დაუძლეველი ჟინი აქვს შეუძლია რაიმე ლეგალური ორთაბრძოლა აირჩიოს, რამე დარბაზი ვიქირაოთ, აარჩიოს საპარლამენტო უმციორესობიდან შესაბამისი წონა და რაღაც ლეგალურ სფეროში შეერკინოს ვინმეს“.-გოგა ხაჩიძე
მასალის გამოყენების პირობები






