აფხაზეთის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:15, 24 Dec, 2014     1806

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მიმდინარე წლის 17 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონის ტერიტორიაზე რვა ქართველი ეროვნების მოქალაქე დააპატიმრა 1992-1993 წლების ომში მონაწილეობის ბრალდებით. წაყენებული საეჭვო ბრალდებები, როგორც მინიმუმი, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს და საქართველოს კანონმდებლობას. ამასთანავე, დე-ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელებს შევახსენებთ, რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან და ცხოვრობენ აფხაზი ეროვნების ყოფილი ”ბოევიკები”, რომლებიც 1992-1993 წლებში ოკუპანტების მხარდამხარ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. ქართული საზოგადოება გაგებით ეკიდება აღნიშნულ ფაქტს, რადგანაც ამას მოითხოვს შერიგების, ქართველი და აფხაზი ხალხების წარმატებული მომავლის სასიცოცხლო ინტერესები.

სამწუხაროდ, დაკავებული ადამიანების ბედი დღემდე გაურკვეველია. მოვუწოდებთ აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლების მესვეურებს გამოიჩინონ კეთილგონიერება, ჰუმანურობა და დაუყონებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები - აფხაზეთის მკვიდრი მაცხოვრებლები.

უმაღლესი საბჭო მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გალის რაიონში უკანონოდ დაკავებული რვა ქართველი ეროვნების მოქალაქის დარღვეული უფლებების დასაცავად და მათ გასათავისუფლებლად, მოგონილი საბაბით, ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის შესაჩერებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42