RMG-მ საყდრისის საბადოს აფეთქება უნებართვოდ განახორციელა
პოლიტიკა - 12:39, 24 Dec, 2014     2482

კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორაგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, RMG-მ საყდრისის საბადოს აფეთქება უნებართვოდ განახორციელა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან მიიღეს წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ სააგენტოს მიერ საყდრისის საბადოს #1 უბანზე სამშენებლო ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა არ გაცემულა.

„სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისის საბადოს პირველ უბანზე განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოები უკანონოა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას ექვემდებარება.

ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით, აღნიშნული სამართალდარღვევა ექვემდებარება ადმინისტრაციულ სასჯელს, რომელიც დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

მძიმე შედეგის დადგომის შემთხვევაში, სამართალდარღვევა კვალიფიცირდება სისხლის სამართლის დანაშაულად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლის მიხედვით, ფეთქებადი მასალების გამოყენების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით.

სამთომომპოვებელ საწარმოებში ბურღვა-აფეთქების სამუშაოებისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობების კონტროლს ახორციელებს სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.

საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, ინსპექციამ, დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, უნდა გასცეს ობიექტის ან მისი ცალკეული უბნის მუშაობის გაჩერების მოთხოვნის მიწერილობა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა გადასცეს და მისი შესრულება სთხოვოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.

ინსპექცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პასუხისმგებელ პირთა მიმართ ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და დადგენილი წესით აღასრულებს მას, საჭიროების შემთხვევაში კი, მასალებს გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისათვის", - ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42