პრემიერ-მინისტრმა საყდრისთან დაკავშირებით განცადება გააკეთა, პრემიერი ამბობს რომ არსებულმა ხელისუფლებამ ბოლო ორ წელიწადში დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათთვის კულტურული ძეგლები. მისი თქმით ყველა ის ბრალდება, რომლესაც მათ უყენებენ არის მიზანმიმართული და შეურაცმყოფელი.
"ჩვენ ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ ორივე მხარეს, ის რომ ამ კომპანიაში დასაქმებულია 3.000 ოჯახი და ეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ კომპანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შენატანაები და ამ კომპანიის არსებობა ბოლნისისთვის არის მნიშვნელოვანი. დანარჩენი თუ რაიმე იურიდიული საკითხი არის გადასაწყვეტი ამაზე მუშაობს კულტურის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო, ჩვენ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, არ შეიძლება მხოლოდ ემოციას აყოლილი აჟიოტაჟი გახდეს ჩვენთვის გადაწყვეტილების მიმღები და ამ პროცესში დაზიანდეს სიკეთე, როგორიც არის ოჯახების დასაქმება და მათი ბედი, რათქმაუნდა ჩემთვის მნიშვნელოვბანია ყველა კულტურული ძეგლი. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას რომ ბრალდებები რაც მე მესმის, არის მიზანმიმართული და შეურაცმყოფელი".
მასალის გამოყენების პირობები






