პრემიერი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 12:16, 24 Dec, 2014     1666

მთავრობის დადგენილება, ოთხი რელიგიური კონფესიისთვის საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ შესრულებულია,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილი კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურებით დაინტერესდა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს მოკლე ანგარიშის წარდგენა სთხოვა.

ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, პრემიერის დავალება შესრულებულია, სახელმწიფოს მხრიდან ოთხივე კონფესიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება და გადანაწილებული თანხები დარიცხულია მათ ანგარიშზე .

„დავალება, რომელიც მოცემული იყო თქვენი ხელმძღვანელობით და დადგენილება რომელიც მიღებული იყო მთავრობის მიერ საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, შესრულებულია. დღეს წარმოდგენილია მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული 4 კონფესია: საქართველოში მუსლიმური თემი, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკური ეკლესია და ებრაული თემი. სახელმწიფომ აიღო კეთილი ნება და გამოყო რამდენიმე მილიონი ლარი. ოთხივე კონფესიასთან გაფორმებულია ხელშეკრულება სახელმიფოს მხრიდან, რელიგიის სააგენტოსა და თითოელ კონფესიას შორის, აღნიშნული თანხები, რომელიც გადანაწილებული იყო, დარიცხულია მათ ანგარიშზე. შესაბამისად, პროექტი შედგა,“–აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოში არსებულ ოთხ კონფესიას -ებრაულთა და მუსლიმთა თემებს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და კათოლიკურ ეკლესიას გამოეყოთ ფინანსური კონპენსაციები საბჭოთა ტოტალიტარიზმის პერიოდში მიყენებული მორალურ-მატერიალური კონპენსაციის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42