"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის სიახლეებისა და პრობლემების შესახებ ანალიზს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს დედაქალაქის შემოსავლები 2014 წელთან შედარებით 47 მილიონი ლარით, ხარჯები კი 38 მილიონი ლარით იზრდება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" დავით ნარმანიას და დედაქალაქის მთავრობას, რომ შეამციროს თბილისის ბიუჯეტის დეფიციტი. არასამთვრობო ორგანიზაცია მერიას, ასევე სოციალური ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს.
„სოციალური დანახარჯები ძალიან მაღალია, მაშინ როდესაც სახელმწიფო აფინანსებს თბილისის სოციალური დაცვის ხარჯების უმეტეს ნაწილს, ამ ფონზე 170 მილიონი ლარის დახარჯვა გაუგებარია. ასევე ჩვენი შენიშვნები ეხება იმას, რომ 2012 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურება იზრდება 73%-ით. დედაქალაქის მთავრობამ უნდა დაასაბუთოს თუ რას მოხმარდება გაზრდილი შრომის ანაზღაურება“, - განაცხადა „საერთაშორისო საქართველოს“ მთავარმა ანალიტიკოსმა მიხეილ კუკავამ.
მასალის გამოყენების პირობები






