პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მინდია ჯანელიძის პარლამენტში მისვლაში პრობლემას ვერ ხედავს.
როგორც გადაცემა „არჩევანში“ სესიაშვილმა განაცხადა, თავდაცვის მინისტრი კანონმდებლების წინაშე თავს ანგარიშვალდებულად თვლის.
„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მინისტრი პარლამენტში მოვიდეს. მინდია ჯანელიძე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულად გრძნობს თავს. ის არის პროფესიონალი ადამიანი, რომელსაც სერიოზული რეფორმების განხორციელება აქვს დაგეგმილი. როდესაც გარდაცვლილი გმირი ქართული მიწისთვის არ მიგვიბარებია, ცოტა მოთმინება გვმართებს. ბოდიში სამინისტროს მხრიდან ითქვა და თავისთავად მინისტრის პოზიციას გამოხატავს. თუ ვინმეს უნდა, რომ ბოდიში მინისტრმა მოიხადოს, ამისი მინდიას არ ეშინია“, - განაცხადა სესიაშვიმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი და უმცირესობა მოითხოვს, რომ სკანდალურ განცხადებაზე მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.
მასალის გამოყენების პირობები






