ჯანელიძე თავდაცვის უწყებაში განსახორციელებელ გეგმებზე საუბრობს
პოლიტიკა - 19:34, 23 Dec, 2014     2240

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მუხროვანისა და ორხევის სამხედრო ბაზებს ესტუმრა.

მინისტრთან ერთად ქვედანაყოფებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა პირებმა ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ჯარისკაცების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო ნაწილების მეთაურებსა და სამხედრო მოსამსახურეებსაც გაესაუბრნენ.

მინდია ჯანელიძემ სამხედრო ბაზებზე არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მიიღო და ყურადღება ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობაზე გაამახვილა.

„შემოვლის მიზანი იმ ინფრასტრუქტურული პრობლემების შესწავლაა, რაც ჩვენს სამხედრო ნაწილებში არსებობს. მომავალ წელს მასშტაბური სამუშაოების დაწყებას ვგეგმავთ, როგორც კვების ინფრასტრუქტურის, ასევე, საყაზარმე და სამეურნეო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, არის მიმდინარე რეჟიმის საკითხები, რომელიც გადაწყდება“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ქვედანაყოფების შემოვლის დასრულების შემდეგ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები სამხედრო ნაწილების შემოვლას მომავალი წლიდან გააგრძელებენ. თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვედანაყოფებში არსებული პრობლემები და ხარვეზები ეტაპობრივად გამოსწორდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42