კოკა ყანდიაშვილი მაესტროდან წასულ ჟურნალისტებს პასუხობს და მოუწოდებს მათ ჩაიხედონ რეიტინგებში. მისი თქმით ზუსტად რეიტინგია მთავარი რის გამოც მაესტროში არის რეორგანიზაცია. ყანდიაშვილი აცხადებს, რომ თუ იგი წავა მაესტროში, ტელევიზიას ძალიან კარგ სამაუწყებლო არხად აქცევს.
„ადამიანები რომლებიც იქიდან წამოვიდნენ, ჯობია ამ სისულელეების ლაპარაკს ჩაიხედონ რეიტინგებში და ნახონ რა რეიტინგი ჰქონდათ მათ პროექტებს, მემგონი ყველასთვის გასაგებია რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მაესტროს რეიტინგი მიდიოდა სულ ქვევით, მათ შორის ქალბატნი ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაც, რომელმაც სამწუხაროდ დაკარგა მაყურებელი, რაც ძალიან სამწუხაროა. მე მგონია, რომ ზუსტად რეიტინგია მთავარი, რის გამოც მაესტროში არის რეორგანიზაცია და იმედია მაესტროს მენეჯმენტი მოაგვარებს ამ პრობლემებს, გეგმები, რომელიც მე მაქვს არ ჩაიშლება და მიზანმიმართულად ამას მივყვები, თუ მე გადავწყვიტავ რომ წავიდე მაესტროში, წავალ და დამიჯერეთ, რომ გავაკეთებ ძალიან კარგ ტელევიზიას“.-განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






