პარლამენტში ევროსაბჭოს დელეგაციაში კვოტების თავიდან გადანაწილებაზე მსჯელობენ.
საპროცედური საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობა" და „თავისუფალი დემოკრატები“ დაუპირისპირდნენ.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რად ალასნაიას გუნდმა უმრავლესობა დატოვა. როგორც ცნობილია, უმცირესობას დელეგაციაში ორი ადგილი აქვს. იმის გამო, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უმრაველსობა დატოვეს, ევროსაბჭოს დელეგაციაში ისინი უმცირესობის კვოტით შევლენ.
ამ გადაწყვეტილებას „ნაციონალების“ პროტესტი მოჰყვა.
პარტიის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, „ნაციონალებს“ ევროსაბჭოში წარმომადგენლების აქტიურობის გამო სჯიან.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ უპირველსად სჯობს გაერკვიონ, ოპოზიციონერები არიან თუ არა და შემდეგ აითვისონ ეს კვოტა“, - განაცხადა კანდელაკმა.
კანდელაკის ამ განცხადებას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა.
„შენ ვის წარმოადგენ, ბიჭო. დაუკრეფავში ნუ გადადიხარ“ , - მიმართა ჩიქოვანმა კანდელაკს.
მასალის გამოყენების პირობები






