"უსუფაშვილმა თქვა, რა დევს მის თავში არ ვიციო - ივანიშვილი ბანდიტი და მატყუარაა! "
პოლიტიკა - 17:35, 23 Dec, 2014     9671

სამკერვალო ფაბრიკა „ამირანის“ აქციონერი და ყოფილი გენერალური დირექტორი, ავთანდილ კვარაცხელია, თითქმის 15 წელია, რაც საკუთარი და სააქციო საზოგადოების ქონების დასაბრუნებლად იბრძვის. ფაბრიკა ამჟამად „ქართუს“ მფლობელობაშია და კვარაცხელია ქონების წართმევაში, სწორედ, ბანკის მეპატრონეს, ბიძინა ივანიშვილის ადანაშაულებს.

„ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილმა საკუთარი თავიდან დაიწყო სამართლიანობის აღდგენა! ეს კაცი არის ბანდიტი და მატყუარა! მატყუარაა იმიტომ, რომ მან თქვა - მე საქართველოში არაფერი მიყიდიაო! გახსოვთ, მისი პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან? მე ახლა ვეუბნები: პირველი იყიდა წყნეთის სამკერვალო ფაბრიკა 1996 წელს. დღეს წყნეთის ცენტრში ბაყაყების ჭაობია და დაკონსერვებული აქვს! შემდეგ იყიდა ფეხსაცმელების ფაბრიკა „ისანი“ დაანგრია აბსოლუტურად და იმ ტერიტორიაზე საწყობები აქვს, ათასობით მუშა დატოვა უსამსახუროდ... მესამე - მცხეთის კერამიკული ქარხანა. ჩემი ფაბრიკა „ამირანი“, რომელშიც 500 თანამშრომელი მუშაობდა. აქედან 300-ზე მეტი აქციონერი და მესაკუთრე იყო. ნახეთ დღეს რა მდგომარეობაშია.

ბანდიტია, ამდენ ხალხს კაპიკებად წაგვართვა ქონება! ხალხს ეგონა, რომ ჩემს ქონებას მივტიროდი და ამიტომ ვებრძოდი, ახლა ხომ გამოჩნდა ყველაფერი?!“- აცხადებს კვარაცხელია.

მისი თქმით ის ბიძინა ივანიშვილთან პირადად შეხვედრას ცდილობდა თუმცა ვერ მოახერხა და მცდელობა ქონდა მისთვის ხმა მისი თანაგუნდელების მეშვეობით მიეწვდინა:

„პირველად შევხვდი ეკა ბესელიას, მაგრამ ვერ შეძლო. შემდეგ შევხვდი ზაქარია ქუცნაშვილს, მომატყუა-გადავცემო. მერე მითხრა- ხომ იცი რა რეჟიმში ვართ, ცოტა დრო მომეციო, ის დროც მივეცი, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი გამოვიდა... მერე ჩემი „რესპუბლიკელი“ მეგობარი თინა ხიდაშელს დაელაპარაკა, თინა ხიდაშელმა დაიწყო ლაპარაკი და არ ალაპარაკა ივანიშვილმა. ბოლოს დათო უსუფაშვილმა თქვა - რა დევს მის თავში არ ვიცი, დავიწყე ლაპარაკი და არც მალაპარაკა, მითხრა- თქვენ საქმეს მიხედეთო“.

წყარო „ქრონიკა +“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42