ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამარცხვინო განცხადებაზე პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა სრულად აიღო.
ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ მათ სურდათ, მოესმინათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისგან, თუ რატომ მოხდა საკითხის პოლიტიზირება და ვისი ინიციატივით გავრცელდა აღნიშნული განცხადება.
ჭიაბერაშვილის თქმით, "ხელისუფლება მოწოდებულია არა იმისკენ, რომ დაიცვას ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი, არამედ იმისათვის, რაც შეიძლება მეტად ასიამოვნოს ვლადიმერ პუტინს და ბიძინა ივანიშვილს".
"ის, რომ უმრავლესობამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა დახურა და ჟურნალისტებს და არადეპუტატებს აქ ყოფნის შესაძლებლობა არ მოგვეცა, მეტყველებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამარცხვინო განცხადებაზე მმართველი გუნდი სრულად იღებს პასუხისმგებლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით მათი ყოველი მომდევნო განცხადება და განმარტება კი კიდევ უფრო სამარცხვინო ხდება. ხელისუფლება მოწოდებულია არა იმისკენ, რომ დაიცვას ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი, არამედ იმისათვის, რაც შეიძლება მეტად ასიამოვნოს ვლადიმერ პუტინს და ბიძინა ივანიშვილს“. - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
განცხადებაზე პარლამენტის წევრები თავდაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანთან ერთად კომიტეტის წევრები დახურულ ფორმატში მსჯელობენ. კომიტეტი დატოვა მედიამ და ასევე არაწევრმა წარმომადგენლებმა. მათ შორის, კომიტეტის სხდომიდან გამოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ზურაბ ჭიაბერაშვილი და ირაკლი ქავთარაძე, რომლებიც პარლამენტის წევრები არ არიან.
მასალის გამოყენების პირობები






