იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებთ არჩილ კბილაშვილის ინიციატივას ეხმაურება.
მისი თქმით, კარგია, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა პროკურატურის ორგანოების რეფორმაზე მუშაობა მოისურვა.
„მიხარია, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მოისურვა პროკურატურის ორგანოების რეფორმაზე მუშაობა. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, რადგან როცა ის იყო მთავარი პროკურორი, ჩემი გადასახედიდან არასწორ კანონს უჭერდა მხარს, რომელიც 2013 წლის მაისში მისი ინიციატივით იყო მიღებული. კარგია, რომ მას რეფორმატორულ პროცესში სურს ჩართვა. ჩვენ მას ვიწვევთ 27 დეკემბერს იმ სხდომაზე, რომელზეც პრემიერის დავალებით, მთავრობა იმუშავებს არასამთავრობოებთან ერთად. იმედი მაქვს, რომ ბატონი არჩილი ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა წულუკიანმა
მასალის გამოყენების პირობები






