ომბუდსმენი მამაკაცებისთვის ბავშვის მოვლის შვებულებით სარგებლობის საკითხის დარეგულირებას მოითხოვს
პოლიტიკა - 16:51, 23 Dec, 2014     1177

ომბუდსმენი მამაკაცებისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის საკითხის დარეგულირების თხოვნით ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შემუშავდეს შესაბამისი ცვლილებები საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულთათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის დაანგარიშებისა და გაცემის საკითხის საქართველოს შრომის კოდექსთან და საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. კერძოდ, აღნიშნული უფლებით მამაკაცების მიერ სარგებლობის საკითხის დასარეგულირებლად.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართავენ მამაკაცები, რომლებიც დაბრკოლებებს აწყდებიან დამსაქმებლებთან ურთიერთობისას საქართველოს შრომის კოდექსის 27–ე მუხლით გარანტირებული უფლების - ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

ამავე საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალთა შრომითი უფლებების მე-2 ტალღის ცვლილებების განხილვისას გათვალისწინებული იქნას ხსენებული საკითხი და ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფმა განიხილოს შესაძლო გადაჭრის გზები.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს მამაკაცებს, ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით ბავშვის მოვლის გამო. კერძოდ, ბრძანების მიხედვით, შვებულების თანმდევი კომპენსაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია გაიცემა მხოლოდ ქალზე და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრზე. მაშინ როცა საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის მიხედვით გარანტირებულია აღნიშნული უფლებით სარგებლობა დასაქმებულთათვის მათი სქესის მიუხედავად“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42