ომბუდსმენი შს მინისტრს მიმართავს
პოლიტიკა - 16:43, 23 Dec, 2014     1487

სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, პირად კონტროლზე აიყვანოს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთა მიერ კანონით განსაზღვრული მექანიზმების გამოყენების საკითხი.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სახალხო დამცველმა მოუწოდა, რომ უფლებამოსილ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ განემარტოთ საკითხის სენსიტიურობა, რათა ყველა ზომა იქნას გამოყენებული საქართველოში არსებული ოჯახში ძალადობის საგანგაშო ტენდენციის შესაჩერებლად.

არაერთი მოწოდების მიუხედავად იმის თაობაზე, რომ შესაძლო ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ გამოყენებული ყოფილიყო კანონით გათვალისწინებული დაცვის ღონისძიებები, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი რიგი შემთხვევებიდან იკვეთება, რომ ხელწერილის გამოყენება კვლავ გრძელდება. ასეთ ფორმას კი საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისგან დასაცავად არსებული სამართლებრივი მექანიზმები და ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც სრულიად არაეფექტურია.

სახალხო დამცველის შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ხელწერილი ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლის ეფექტურ დაცვას, რადგან არ აქვს ის სამართლებრივი თანმდევი შედეგები, რაც მსხვერპლთა დაცვისათვის შემაკავებელ ორდერს გააჩნია. ასევე, ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი ძალადობის პრევენციას ან, მომხდარის შემთხვევაში, მოძალადის პასუხიმგებლობის დაყენებას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42