მისივე თქმით, მოგებულ ტენდერთან ქადაგიძეს არავითარი შეხება არ აქვს და კომპანიას გამარჯვებაში არ დახმარებია.
"ვარ მშენებელი. დაახლოებით 30 წელია, ვთანამშრომლობ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებთან. 3 წლის წინ ვმუშაობდი კომპანია "ფენიქსში". საზოგადოების საყურადღებოდა და არა "ნაციონალური მოძრაობის" საპასუხოდ მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ "რუსთავი 2"-ის გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასული გივი თარგამაძის ბრალდება, რომლის მიხედვითაც იოსებ ქადაგიშვილმა, რომელიც ნამდვილად ჩემი სიძეა და საგზაო დეპარტამენტში მუშაობდა, ჩემს კომპანიას მოაგებინა 4 ტენდერი და მილიონამდე ლარი, სიცრუეა. მე არასდროს მქონია კომპანია და არც იმ კომპანიას, სადაც იმ პერიოდში ვმუშაობდი საავტომობილო გზების დეპარტამენტში 4 ტენდერი არ მოუგია. გაიმარჯვა მხოლოდ ერთ ტენდერში, რომელთანაც არავითარი შეხება არ მქონია“, - განაცხადა მამაცაშვილმა.
ამასთან, მან "რუსთავი 2"-ს თხოვნით მიმართა, „თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ამ შემთხვევაში მოხდა მისი სიძის, კომპანია "ფენიქსისა" და პირადად მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვა.
მამაცაშვილის თქმით, გადაცემის არცერთი ჟურნალისტი მას არ დაკავშირებია და არ მიეცა იმავე სიუჟეტში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და განმარტების გაკეთება.
თავის მხრივ, კომპანია "ფენიქსის" წარმომადგენელმა ნიკოლოზ შარაბიძემ განაცხადა, რომ კომპანია ძირითადად მერიის ტენდერებზე მუშაობს და წინა ხელისუფლების დროსაც, როდესაც თემურ მამაცაშვილი მათთან მუშაობდა არაერთი მსხვილი ობიექტის აღება მოუწიათ.
"თავდაპირველად თემური ინჟმშენში მივიღეთ, თუმცა სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიების შედეგად სააქციო საზოგადოება დაშალეს, რის შემდეგაც შევქმენით "ფენიქსი". 2011 წლიდან ჩვენ 65 ტენდერში გვაქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან მხოლოდ ერთია, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოვიგეთ და რომელიც სალაპარაკო გახდა იმის გამო, რომ თურმე თემურის სიძე ამ უწყებაში გარკვეულ თანამდებობას იკავებდა. მე არც ვიცოდე ეს ფაქტი, ახლა გავიგე. მოგებული ტენდერის ყველა პირობა უკვე შევასრულეთ კიდეც, რომლის ღირებულებაც 288 ათასი ლარი იყო. ყველასთვის ალბათ, ცნობილია, რომ ელექტრონული ტენდერების დროს ე.წ. "ჩაწყობებით" გამარჯვება გამორიცხულია, რადგან კომპანიას პიროვნებასთან შეხება არ აქვთ", - განაცხადა შარაბიძემ.
მისივე თქმით, კომპანიას წინა ხელისუფლების პერიოდში მერიის მიერ გამოცხადებული დაახლოებით 30 ტენდერი აქვს მოგებული.
"წინ ხელისუფლების დროს ვიგებდით უზარმაზარ ტენდერებს, 20-25 მილიონიანს. ჯერ კიდევ ინჟმშენის დროს პრეზიდენტის რეზიდენცია ჩვენი აშენებულია, იქ ტენდერის გარეშე შეგვიყვანეს. სასტუმრო თბილისის რეკონსტრუქცია ჩვენი გაკეთებულია, მარიოტი. მაშინაც მუშაობდა თემური ჩვენთან. თარგამაძის შიშით კაცი ვერ უნდა ავიყვანოთ სამსახურში?!", - აღნიშნა შარაბიძემ.
კომპანია "ფენიქსის" წარმომადგენელი გივი თარგამაძის ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობს.
"თარგამაძე მფარველობდა "ბლექსი გრუპს", რომელიც ახლაც მუშაობს, რადგან მოიპარა უზარმაზარი ფული, მათ შორის ჩვენც მოგვპარეს 680 ათასი ლარი. ამიტომ გივი თარგამაძემ თავის გაფუჭებულ საქმეს მიხედოს", - დასძინა მან.
„რუსთავი 2“ის გადაცემა P.S.ში გასულ სიუჟეტში საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და გივი თარგამაძემ ე.წ. კახელების კლანსა და ე.წ. კორუფციულ სქემაზე ისაუბერეს, კერძოდ კი ტენდერებით მიღებულ უკანონო შემოსავლებზე, რამაც ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, ე.წ. ღარიბაშვილთამაზაშვილის კლანის ჩამოცილება გამოიწვია. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დეტალურად ყვებოდნენ, თანამდებობიდან გადამდგარი ადამიანების ახლობლებსა და მათ მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. რეპორტაჟში ნახსენები იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ასევე სატენდერო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე იოსებ ქადაგიშვილი. თარგამაძის განცხადებით, ,,ქადაგიშვილმა საკუთარი სიმამრის კომპანიას, თითქმის მილიონი ლარის ღირებულების, ოთხი ტენდერი მოაგებინა''. იოსებ ქადაგიშვილი დასახელებულ თანამდებობაზე 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა და შვიდი თვეა პოსტი დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






