საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის გაერო-ს წევრ ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულება დაგმეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 22 დეკემბერს გამართულ გაერო-ს უშიშროების სდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ბრიტანეთის, ლიტვის, ავსტრალიის და აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენლებმა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. თუმცა ამით არაფერი მთავრდება. მუშაობა გრძელდება და ეს არის ჩვენი დღის წესრიგის მთავარი ამოცანა. ალბათ, მსგავსი მხარდაჭერა გაგრძელდება. ეს არის ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი ნაბიჯი. ასევე, დაგმობა იმ უკანონო ხელშეკრულებისა და ქმედებებისა, რასაც რუსეთი უკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ჩადის“, - განაცხადა კერესელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






