ყოფილი მთავარი არჩილ კბილაშვილი ხელისუფლებას მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს სთავაზობს.
„საქართველოს ევროპული არჩევანის“ ხელმძღვანელმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროკურატურის რეფორმირების პროექტი გააცნო.
კბილაშვილის თქმით, უწყება რეფორმირებას რამდენიმე მიმართულებით საჭიროებს.
როგორც ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, მის მიერ შემუშავებული პროექტის მიზანი არის, რომ პროკურატურა გახდეს დამოუკიდებელი და იქ მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმი ამაღლდეს.
კბილაშვილი აუცილებლად მიიჩნევს, რომ უწყება შესაძლო პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდეს, რისთვისაც მისი თქმით, აუცილებელია შეიცვალოს პროკურორის დანიშვნის წესი.
„მთავარი დანიშვნაში მონაწილეობა ყველა უმაღლესმა სახელმწიფო ორგანომ უნდა მიიღოს. მისი გათავისუფლება კი უნდა მოხდეს იმპიჩმენტის პროცედურით ისე როგორც ეს დადგემილია უზენაესი სასამართლოს წევრისათვის“, - განაცხადა კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






