„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი უარყოფითად აფასებს საკრებულოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით საკრებულოს თანამდებობის პირები ხელფასთან ერთად სახელფასო დანამატსაც აიღებენ.
მისი თქმით, მათმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა თბილისის საკრებულოში არა პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები შეიყვანეს, არამედ ისინი ვინც ვინც თვლის, რომ სამსახური იშოვეს.
„გარდა ხელფასისა, მათ ემსახურებათ მანქანა, აქვთ ბენზინი, არის სხვა პრივილეგიები – თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებს შრომის კარგი პირობები აქვთ. პერმანენტულად გრძელდებოდა მცდელობა იმისა, რომ რაკი პრემიაზე უარი ვთქვით, მოდი დანამატები მივიღოთ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისის საკრებულოში არის ძალიან უსიამოვნო ვითარება, როცა ყველა ფრაქცია, გარდა "რესპუბლიკელებისა", ასევე ოპოზიციაში გადასულად მიჩნეული "თავისუფალი დემოკრატები", რომლებმაც ბიუჯეტს ხმა მისცეს, დაინტერესებული არიან, რომ დანამატები აიღონ და პრაქტიკულად ხელფასი გაიორმაგონ. იყო მცდელობები, რომ რაც შემოსავალი აქვთ 100%-ით მეტი ჰქონდეთ, კიდევ სამ თვეში ერთხელ მიიღონ პრემია. მაშინ ამ მცდელობის გაჩერება მოხერხდა ჩვენი აქტიურობით. იმედი გვქონდა, რომ საკითხი ხელახლა აღარ წამოიწეოდა, მაგრამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე "შემოაპარეს"“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






