საგარეო უწყების საგანგებო განცხადება რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 10:04, 23 Dec, 2014     1716

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 24 ნოემბერს სოხუმის მარიონეტულ რეჟიმთან გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" კვალდაკვალ, 2014 წლის 18 დეკემბერს, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ გავრცელდა რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნული ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტს და განიხილავს მისი დადების მცდელობას, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ მიმართულ აქტს, რომელიც იმთავითვე ბათილია და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.

ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტი ითვალისწინებს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციაში ისეთი უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, როგორიცაა: შეთანხმებული „შიდა" და „საგარეო" პოლიტიკის განხორციელება; რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის ე.წ. „საზღვრის" დაცვა; ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების ორგანოების" რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და ფედერალური უშიშროების სამსახურების სისტემის შემადგენელ ნაწილად ფორმირება; ე.წ. „რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე" არსებული საბაჟო- გამშვები პუნქტების გაუქმება და პირთა თავისუფალი გადაადგილება; ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის საბაჟო ორგანოების რუსეთის ფედერაციის საბაჟო სტრუქტურებთან შერწყმა, შესაბამისად, ამ სფეროში ყველა უფლებამოსილების რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემა; რუსეთისათვის მინიჭებულ ექსკლუზიურ უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სფეროებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონმდებლობის გავრცელება, ასევე ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" „კანონმდებლობის" რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან უნიფიცირება ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს 90-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისა და 2008 წლის შემდგომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას. ამ ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ცდილობს მოახდინოს ცხინვალის რეგიონის ანექსია.

ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტით განსაზღვრული ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიცაა: სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვა, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, საზღვრების ურღვეობა, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულება.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. „ხელშეკრულების" პროექტის თანახმად, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე" სხვა სახელმწიფოს მხრიდან აგრესიის/შეიარაღებული თავდასხმა განხილვა რუსეთის ფედერაციაზე შეიარაღებულ თავდასხმად, სრულ წინააღმდეგობაშია გაეროს წესდებასთან და განსაკუთრებით მის 51-ე მუხლთან, რომლის თანახმად, მხოლოდ საქართველოს ეკუთვნის თავდაცვის განუყოფელი უფლება მის ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად.

ე.წ. „ხელშეკრულება" ასევე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს. აღნიშნული განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით.

ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული უკანონო სამხედრო ინტერვენცია თუ ინტეგრაციის სხვა ფორმები წარმოადგენს აგრესიის, ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის აქტს, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის მორიგ განზრახვას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ მასზე დოკუმენტის ხელმოწერის პრევენციის მიზნით. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება რუსეთის განგრძობადი სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და საბოლოო ანექსიის აღსაკვეთად”, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42