ამ საკითხზე ,,ნიუპოსტს“ განთლების ყოფილი მინისტრი და ,,რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელი დიმიტრი შაშკინი ესაუბრა, რომელიც აღნიშნული დოკუმენტის რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე ჰყვება.
_ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკიხი, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, არის ჩვენი შვილების განათლება. ეს არის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს მშობლებს. ძალიან ბევრი გაკეთა ამ სფეროში, მაგრამ ბევრი დარჩა გასაკეთებელი. ჩვენ გვქონდა სტრატეგიული განვითარების გეგმა 2017 წლამდე, ეს გეგმა ჩვენ დავუტოვეთ ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ძალიან ღრმად ჩადეს უჯრაში და არაფერი არ გააკეთეს ნგრევის გარდა. როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ შეიქმნას ახალი პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს პოლიტიკურ ძალებს, მან პირველ ადგილზე დააყენა განათლება და იყო ბუნებრივი სურვილი ბევრი ადამიანის მხრიდან, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ გეგმის შემუშავებაში, რომელიც ახალ პლატფორმას საფუძველში დაედება.
დაახლოებით 30-კაციანმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა, რომელშიც შედიან განათლების პროფესიული კავშირის წარმომადგენლები, მოქმედი და ყოფილი პედაგოგები, სკოლის დირექტორები, პროფესურა, ,,რეფორმატორთა კლუბი“, რომელმაც ამ ჯგუფის მენეჯმენტი თავის თავზე აიღო. ჯგუფმა დაიწყო სტრატეგიული გეგმის პირველი ნაწილის შექმნაზე მუშაობა, რომელიც ეხება სასკოლო განათლებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს იმ ფონზე, როცა განათლების სამინისტრომ დადო სტრატეგიული განვითარების გეგმა დეკემბერში...
_სწორედ ეგ მინდა გკითხოთ, სამინისტროს გეგმა უკვე აქვს შემუშავებული და თქვენ სთავაზობთ ალტერნატივას?
_ძალიან ცოტა ადამიანს თუ ექნება სამინისტროს მიერ დადებული დოკუმენტი წაკითხული და მინდა გითხრათ, რომ მათ შორის ვარ მეც. სიმართლე გითხრათ, იქ არაფერი წერია გარდა სიტყვების კასკადისა, ლამაზი ტერმინები და ამ დოკუმენტს არაფერი აქვს საერთო არც სტრატეგიასთან და არც განათლებასთან. ის ბდოვა, რაც სანიკიძემ დაწერა, ჩვენს შვილებს და მათ მომავალს შეიყვანს ჩიხში.
_რას გულისხმობთ და რას აკრიტიკებთ ამ დოკუმენტში?
_ერთ დეტალს გეტყვით, როდესაც ქმნი სტრატეგიულ გეგმას, უნდა გესმოდეს, როგორც მინიმუმ პრობლემის და იმ გამოწვევების არსი, რომელიც დგას სისტემის წინაშე. ჩვენ იანვარში საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს ხედვას, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ განათლება, რომელიც მათ მისცემთ შესაძლებლობას, იყვნენ წარმატებული ადამიანები.
_უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, რას გულისხმობთ თქვენი სტრატეგიული გეგმა და რა არის პრობლემის მთავარი არსი?
_პირველი რაც მინდა გითხრათ და რასაც ვერ ხედავს ამჟამინდელი მინისტრი და მისი გუნდი, არის ის, რომ ჩვენი განათლების სისტემის მთავარი პრობელმა არ არის ის, თუ რა ფორმა ეცმევათ მანდატურებს, ან რა უფასო ფაკულტეტი იქნება გახსნილი, ან როგორი გრამაჟის სახელმძღვანელო იქნება, არ არის მთავარი პრობლემა მასწავლებლების კვალიფიკაცია... და ვიცი ეხლა მეტყვით, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია რატომ არ არის პრობლემა?
_თუმცა ეს პრობლემა დგას მაინც დღის წესრიგში...
_ამიტომ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი არის ის, რომ როდესაც ჩვენი ბავშვები ამთავრებენ სკოლას, ვერ უწევენ კონკურენციას ბავშვებს ამერიკიდან, საფრანგეთდან, გერმანიიდან, ჩინეთიდან... ხოლო თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში კი ბავშვები კონკურენციაში შედიან არა ერთმანეთთან, არამედ მთელ მსოფლიოსთან... სხვა დანარჩენი, მათ შორის მასწავლებლის კვალიფიკაცია, არის ამ მთავარი პრობლემის ერთ-ერთი გადამწყვეტი მექანიზმი. მაგალითისთვის, როცა ამჟამინდელი განათლების სამინისტრო საუბრობს იმაზე, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია არის პრობელმა, ჩვენ დასაწყისშივე მივდივართ არასწორი გზით, რადგან თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სასკოლო განათლების მთავარი პრობლემა არის მასწავლებლის კვალიფიკაცია, მათი გრადაცია და მათი დონეებად დაყოფა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება გვყავდეს ძალიან კარგი მასწავლებელი, მაგრამ საკითხი დგას ასე - რისთვის უნდა იყოს ეს მასწავლებელი მაგარი? იცოდეს კარგად თავის საგანი? ეს არის ჩვენი ამოცანა? ის, რომ მაღალი კვალიფიკაციის მასწაველბელი უნდა იყოს, ეს საჭიროა როგორც მექანიზმი, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ მაღალი კლასის განათლება. ზუსტად ამ ხედვაშია სხვაობა ჩვენსა და განათლების მავნებელ მინისტრსა და ზოგადად მთავრობას შორის. ჩვენ ვსაუბრობთ, იმაზე, რომ მასწავლებელი არის მექანიზმი, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე. კონკურენციაში შესვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბავშვები წავიდნენ უცხოეთში და მხოლოდ იქ შევიდნენ კონკურენციაში, სულაც არა... იგივე თურქი ახალგაზრდა ჩვენთან ჩამოდის და ჩვენთან მუშაობს. ხშირად გვესმის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მუშაობენ უცხოელები ამა თუ იმ კომპანიაში და რომ ვერ მოიძებნა ამისთვის ადგილობრივი კადრები, სწორდ ამაშია პრობლემა და ამაზე ვსაუბრობთ... მობილობის პროცესი 21-ე საუკუნეში გარდაუვალია, საზღვრები არის გახსნილი და ჩვენ ვხდებით ევროკავშირის ნაწილი.
_ანუ საუბარია იმაზე, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე საერთაშორისო განათლების სისტემაში?
_რა თქმა უნდა, არა მარტო განათლების, არამედ საერთო ეკონომიკურ სივრცეში. თუკი გლობალიზაციის სივრცეში ჩვენი ეკონომიკა ვითარდება, იგივე ფრანგს გაუჩნდება სურვილი, აქ იმუშაოს თუ ექნება მაღალი ხელფასი და შესაძლებლობები.
_მაშინ, რა არის მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი მომავალი თაობა გახდეს კონკურენტუნარიანი?
_თუ ჩვენ სწორად არ განვსაზღვრეთ პრობლემის არსი, თუ რისთვის იწერება სტრატეგია და რა გამოწვევას უნდა უპასუხოს, მაშინ შინაარსობრივი ნაწილიც ვერ იქნებოდა სწორი და ამიტომაც ვისაუბრე მე ზემოთ ვრცლად ამ საკითხზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი სასკოლო განათლების მთავარი გამოწვევა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავხსნათ უფასო ფაკულტეტები და ამით მოგვარდება სისტემა, ეს არის მცდარი, პრობლემას ვერ აგვარებ ამით. როცა ადამიანს რამე სტკივა, თუ დიაგნოზი არ არის სწორად დასმული, როგორი პრეპარატიც არ უნდა დაუნიშნო, პაციენტს სწორად ვერ უმკურნალებ. ასევეა განათლების სისტემაშიც. მიუხედვად იმისა, რომ ჩვენ მოვსპეთ კორუფცია, დავამყარეთ სკოლებში წესრიგი, მასწავლებლის ხელფასი გავზარდეთ 20-ჯერ 9 წლის განმავლობაში, მიუხედავად ამისა, განათლების სისტემა არის დროზე ორიენტირებული.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი თაობა იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, არის ჩვენი ბავშვების IB, ანუ საერთაშორისო ბაკალავრიატის მოთხოვნები აღიარებული იქნება საქართველოს მიერ, რის გაკეთებსაც ჩვენ ვაპირებდით 2014 წლისთვის და რაც ქართველი ბავშვებისთვის სრულად გახსნის კარებს როგორც საზღვარგარეთ, ასევე ჩვენის ქვეყნის კარი გაიხსნება უცხოელი ბავშვებისთვის. IB-ს მოთხოვნები გაძლევს საშუალებას, სრული ინტეგრაცია მოახდინო განათლების საერთაშორისო სივრცეში. სამწუხაროდ ეს განადგურებულია.
ყურადღებას გავამახვლებ კიდევ რამდენიმე ფაქტორზე, ეს არის გამოცდების სისტემა. ბევრი გავაკეთეთ ჩვენ წინა წლებში, მაგრამ ძალიან ბევრი დარჩა გასაკეთებელი. ერთ-ერთი მექანიზმი კონკურენტუნარიანობის არის საგამოცდო სისტემა, ეს არის მექანიზმი და ბუნებრივი იყო საუბარი იმაზე, რომ გამოცდები სკოლაში ყოფილიყო გადმოტანილი. ეს ყველაფერი განადგურდა და გამოცდები, კი აგვარებს კორუფციის პრობელმას, მაგრამ იმ სახით, როგორიც არის არ აგვარებს და ხელს უშლის განათლების განვითარებას.
ბავშვმა, რომელიც სწავლობს სკოლაში, უნდა ისწავლოს არა ნიშნისთვის, არამედ უნდა სწვალობდეს იმისთვის, რომ აითვისოს უნარები, რომელიც მოაქვს 8 სავალდებულო საგანს, მათ შორის ქართულს, იგლისურს, მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, გეოგრაფიას, ისტორიას. ამ საგნებთან ერთად მოდის უნარები, რომელიც ამ ბავშვს სჭირდება. ბუნებრივია, ჩვენს სტრატეგიაში ადგილი უკავია მასწავლებლის კვალიფიკაციასაც, როგორც მექანიზმს...
_და ასევეა გამოცდა, როგორც მექანიზმი, რადგან ბავშვს ჰქონდეს პასუხისმგებლობა..
_რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს. ჩვენ ამას ვაკეთებდით და სამწუხაროდ ბევრი რამ ვერ მოვასწარით. ბავშვის საგამოცდო სისტემა, რაც ჩვენთან არის ქმნის სიტუაციას, როცა ის ემზადება მხოლოდ გამოცდისთვის, სხვხა მას არაფერი აინეტერსებს და სკოლას ის უყურებს როგორც კიბეს, რომელიც ლიფტამდე მიიყვანს და ლიფტი ეს არის უმაღლესი განათლება, რაც აბსოლუტურად არასწორია. მე მინდა გამოვიყენო კახა ბენდუქიძის ციტატა - როცა მას ,,ფორბსმა“ ჰკითხა განათლების სიტემაზე, ზუსტად ამაზე საუბრობდა ბენდუქიძე, რომ სასკოლო განათლების სისტემა მაშინ იქნება კარგი და საუკეთესო, როცა სკოლადამთავრებული ბავშვი იქნება იმდენად მზად ცხოვრებისთვის და იმდენად ჩამოყალიბებული პიროვნება, რომ მას ექნება შესაძლებლობა იყოს სრულფასოვანი მოქალაქე. ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ. ბუნებრივია, ამას დასჭირდება დრო. ბუნებრივია, აქ მნიშნელოვანია მასწავლებლის ხელფასი და ჩვენ ამას ვაკეთებდით. 2011 წელს პრეზიდენტის დავალება იყო, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონოდა 1000-ლარიანი ხელფასი. როც დღეს განათლების სამინისიტროს ჩვეულებრივი სპეციალისტი იღებს 900 ლარიან ხელფასს, მასწავლებელს ხელფასი არ უნდა ჰქონდეს 400 ლარი. ჩვენ ვიცოდით რომ ეს იყო არასწორი და ამიტომაც ვაკეთებდით სასერთიფიკატო დანამატებს და ამის შემდეგ 2017 წლისთვის ყველა მასწავლებელს ექნებოდა 1000 ლარიანი ხელფასი. ჩვენი სტრატეგია არის ის, თუ საიდან იქნება ეს ფული და რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასი იქნება არანაკლები, ვიდრე ჩვეულებრივი სპეციალისტისა, იგივე ეხება სკოლის დირექტორებს - არ შეიძლება დეპარტამეტის უფროსი იღებდეს 2000 ლარამდე და დირექტორი, რომელიც მართავს სკოლას, ჰქონდეს 600 ლარიანი ხელფასი. ჩვენ ამას ვცვლიდით, სამწუხაროდ დრო არ გვეყო, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გამოსწორდება.
იგივე ეხება ინგლისური ენის სწავლას, რაც სამწუხაროდ გაუქმებულია, იგივე B2-ის დონის ცდონა ინგლისური ენის სპეციალისტისთვის. სკლაში გაუქმებულია ამერიკელი მასწავლებლის პროგრამა და ა.შ. ვრცლად ვერ ჩავყვები ამ დოკუმენტს, ეს იქნება პროფესიონალებისთვის დაწერილი, მაგრამ ერთადერთი მინდა ვთქვა, რომ ხედვა, რომელიც ეხლა ყალიბდება იმ პროფესიონალებს შორის, რომლებიც მასზე მუშაობენ, არის ძალიან სწორი. მთავარია ის, რომ არის დასმულის სწორი დიაგნოზი და სწორ გამოწვევებს პასუხობს. თუ ჩვენ ამ გზით არ ვიარეთ გვექნება უსერიოზულესი პრობლემები, იმაზე უარესი, ვიდრე ეს არის დღეს.
_თუ მოხდება ამ დოკუმენტის განხილვა?
_ჩვენ დავდებთ ამ დოკუმენტს განსახილველად. ჩვენ მოვისმენთ ხალხის მოსაზრებას, ძალინა ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რომელიც ამას წაიკითხავს და თავის მოსაზრებებს შემოგვთავაზებს. მაგალითისთვის, უმნიშვენლოვანესი მომენტია მშობლების ჩართულობა სასკოლო პროცესში. ამაზეც არის საუბარი ჩვენს სტრატეგიაში, რადგან თუ მშობელი არ არის ჩართული, მარტო სკოლა ამ პრობელმას ვერ მოაგვარებს. ბევრი მექანიზმია, მაგრამ როგორც აღვნიშნე დასაწყისში, მთავარი არის ის, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ კონკურენტუნარიანი გლობალიზაციის პირობებში თავისი თანატოლების წინაშე. ეს არ ესმის ამჟამინდელ მთავრობას, იმიტომაც ქმნიან უფასო ფაკულტეტებს, უაზრო სქემებს მასწავლებლების კვალიფიკაციის, რომელიც პრობლემის არსს არ პასუხობს. ხშირად კეთდება აქცენტები სტუდენტების პრობლემებზე, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სტუდენტის პრობლემა მოდის სკოლიდან და ეს არ არის ცალკე აღებული მოცემულობა. ის პრობლემა, რომ ჩვენი ბავშვები ვერ გადიან ოქსფორში სრულყოფილ საფეხურებს და ვერ იღებენ იქ განათლებას, ეს მეტყველებს არა იმაზე, რომ ჩვენი ბავშვები არ არიან ჭკვიანები და ამას ვერ შეძლებენ, არამედ იმაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მოსაგვარებელი გვაქვს ის პრობლემები და გვჭირდება გამკლავება იმ გამოწვევებთან, რომელიც ეხება გლობალიზაციის საკითხებს. ეს არის ყველაზე დიდი მოცემულობა.
მასალის გამოყენების პირობები






