„რესპუბლიკელების“ ლიდერმა, პარლამენტარმა დავით ბერძენიშვილმა სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საკრებულომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო:
„„ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, არ შეიძლება სხვის ხარჯზე ცხოვრება, ეს იმის ბრალია, რომ ადამიანი როდესაც შედის თვითმმართველობაში მას უნდა ქონდე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არ აქვთ ამ ხალხს საკუთარი პარტიის წინაშე არავითარი პასუხისმგებლობა, მისთვის ეს არის საშოვარი და ამ საშოვრისთვის ჩადიან ასეთ ცუდ საქციელს“- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი იმედგაცრუებას გამოთქვამს საკრებულოს ოპოზიციური ნაწილის მიმართაც და აცხადებს რომ საკრებულოში „უცნაური ოპოზიციონერობაა“
„ძალიან უცნაური ოპოზიციონერობაა თბილისის საკრებულოში, ოპოზიციაში არიან „თავისუფალი დემოკრატები“ და ბიუჯეტს ხმას აძლევენ, ასევე საკუთარი ხელფასების მატებაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები იყვნენ.“- აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






