ბერძენიშვილის განცხადებით თავდაცვის მინისტრი მოვალეა საზოგადოებას და პარლამენტს აუხსნას ვინ იყო განცხადების ავტორი და ინიციატორი განცხადებისა, რომელიც თავდაცვის უწყებამ უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით გაავრცელა და პასუხისმგებლობა მხოლოდ ქვედა რგოლს არ დააკისროს:
„ თავდაცვის სამინისტროს განცხადების შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ თავად თავდაცვის მინისტრი გამოსულიყო და საზოგადოებისთვის, პარლამენტისთვის აეხსნათ, რატომ მოუვიდათ ეს შეცდომა, ის გაჯიუტდა შეცდომაში, არ გამოჩნდა, ჩვენ არ ვიცით, სად არის თავდაცვის მინისტრი. ეს კარგი არ არის, სპეცსამსახურების სამსახურის გამოცდილება, თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ადამიანმე უნდა გადადოს გვერდზე, ის ღია სამოქალაქო პირია და უნდა ელაპარაკოს საზოგადოებას, იმიტომ რომ ჯარს, ოფიცრებს, გენერლებს ისედაც ექნებოდათ კითხვები, სპეცსამსახურიდან რომ კაცი თავდაცვის მინისტრად მიდის, მას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება, რომ ნდობა მოიპოვოს, სტაჟიორამდე დავიდნენ მართლა და მისმა მოადგილენ თქვა რომ მთელმა ხელმძღვანელობამ არაფერი ვიცოდითო, ეს არის სწორედ შეცდომაში გაჯიუტება, მან პარლამენტს უნდა გვითხრას და საზოგადოებას უნდა უთხრას, რატომ მოუვიდა ესეთი შეცდომა და ვინ არის ავტორი ასეთი განცხადების.“
ბერძენიშვილის კრიტიკის ობიექტი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და წახალისების მიზნით მინისტრისთვის და სამინისტროს მარალჩინოსნებისთვის ძვირადღირებული ტელეფონების გადაცემაც გახდა:
„ მე ძალიან მკვახედ შევაფასე ფინანსტა მინისტრის გადაწყვეტილება, თურმე კონტრაბანდული ახალთახალი მობილური ტელეფონები ჩაუჯიბავს და მისი თანამშრომლებისთვის გაუნმაწილებია, ბიუჯეტის ფული არ დაგვიხარჯავს და აუქციონზე ვერ გავყიდეთო“
ბერძენიშვილმა უარყოფითად შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება საყდრისთან დაკავშირებით და აღნიშნა , რომ პრემიერ მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით ცუდი მრჩევლები ჰყავს. „პრემიერ მინისტრის განცხადება, რომ ერთ მხარეს 3 ათასი მომუშავე და კულტურული მემკვიდრეობა მეორე მხარეს. ცუდი მრჩევლები ჰყავს, ასე არ დგას საკითხი ,“- განაცხადა ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






