,,პირველ რიგში ძებნილი და ქანდარაზე მოქმედი... ეს ევროპისგან გაწნული სილაა“ - ბურჯანაძე
პოლიტიკა - 19:34, 22 Dec, 2014     1117
რამდენიმე დღის წინ ყველანი, სრულიად სამარცხვინო სურათის მოწმენი გავხდით, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება - ასე აფასებს ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების დღეს სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის და გიორგი მარგველაშვილის ერთ ლოჟაში ჯდომას.

,,მხედველობაში მაქვს ვითარება, როდესაც მნიშვნელოვანი დოკუმენტის რატიფიცირება მოხდა, ოღონდ ამ რატიფიცირებას საქართველოს ხელისუფლების გარდა ყოფილი პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. ის ფაქტი, რომ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის რატიფიცირება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კვალიფიკაციას ერთხმად აძლევდა, როგორც ისტორიული მოვლენისა, მოხდა იმ ვითარებაში, როდესაც პირველ რიგში იჯდა ძებნილი პრეზიდენტი, ხოლო უკან, ქანდარაზე, მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალებაც კი არ მიეცა. ეს ფაქტი ძალიან ნათლად ადასტურებს იმას, რომ საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, როგორც ჩანს ევროპისთვის აღარ არსებობს და ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორია, რომელიც საინტერესოა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის.ეს ფაქტი ერთის მხრივ ხელისუფლების აბსოლუტური უუნარობის და არაკომპეტენტურობის კლასიკური მაგალითია, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ელემენტარულად ვერ შეძლო პირობების დაყენება და ხმის მიტანა ევროკავშირამდე, რომ არ შეიძლება ძებნილი პრეზიდენტი მოქმედი ხელისუფლების გვერდზე ყოფილიყო. მეორეს მხრივ, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ევროპული სტრუქტურების მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის აშკარად გაწნული სილაა, როდესაც ნათლად დადასტურდა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ევროპული სტრუქტურები მოქმედებენ მხოლოდ ისე, როგორც თავად მიაჩნიათ საჭიროდ.ეს არ არის პარტნიორთან დამოკიდებულების ფორმა და ეს არ არის მეგობარი სახელმწიფოს მეგობარ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ფორმა. ეს სილის გაწვნაა, რომელიც, არ ვიცი ხელისუფლებამ იგრძნო თუ არა, მაგრამ ყველა იმ ადამიანმა, რომელთაც გვესმის პოლიტიკა, დიპლომატია და ვისაც გული შეგვტკივა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, - ეს ნამდვილად ძალიან კარგად ვიგრძენით.საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობის უმთავრესი მოთხოვნის განხორციელება ვერ შეძლო და დღეს ადამიანი, რომელიც ძებნილია, ევროპის უმაღლესი ტრიბუნების სტუმარია და ამას ხელისუფლება ვერაფერს ვერ უხერხებს.სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი იმიჯისთვისაც ვერ მიუხედია და საკუთარი პატივისცემა ვერ მოუპოვებია, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის გარეთ, საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვას და პრობლემების მოგვარებას ნამდვილად ვერ მოახერხებს. ევროპასთან ვერ მიუტანიათ ჩვენი პოზიცია და რუსეთთან როგორ უნდა დაალაგონ ამათ ურთიერთობები?!“ - აცხადებს ბურჯანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42