საკრებულოს 25 დეპუტატი სახელფასო დანამატს მიიღებს, მათ შორის არიან ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.
გადაწყვეტილებ არესპუბლიკელებმა გააპროტესტეს , რის გამოც სხდომა ხმაურით წარიმართა.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია საკრებულოს თავმჯდომარეს, ჟურნალისტებთან განმარტება საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, მისი თქმით დანამატის მიღება ნებაყოფლობითია და ვისაც არ მოსწონს შეუძლია უარი თქვას მის მიღებაზე.
„ეს არის საკრებულოს თავმჯდომარის დისკრეციული უფლება, ამის უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ უფლებას გამოიყენებს კომპეტენციის ფარგლებში. ვინ რა პროცენტით მიიღებს დანამატს ამას საკერებულოს თავმჯდომარე თავად გადაწყვეტს, რესპუბლიკელებს შეუძლიათ უარი თქვან ამ დანამატის მიღებაზე, ასევე შეუძლიათ უარი თქვან იმ ავტომობილზე, რომლითაც მათი ფრაქცია სარგებლობს“.-განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






