ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩხეიძე, გაზეთ „ვერსიასთან“ საქართველოში არსებულ პრორუსულ ძალებზე საუბრობს და ინტელიგენციის ნაწილის პრორუსულობის მიზეზებს ასახელებს:
„საქართველოში რუსული იმპერიული ძალები, თეატრალიზებული გზით, საკუთარ ინტერესებს ყოველთვის ახორციელებდნენ, რასაც საზოგადოებაც ადვილად ყვებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურ სპექტრში, როგორც ინტელექტის, ასევე, პრინციპების და და ზნეობის ნაკლებობა იყო და არის. სწორედ ამან მოგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ინტელიგენციამ რუსული ძალებისგან შექმნილი კეთილდღეობა შეისისხლხორცა. ზოგი ამას საკუთარი კეთილდღეობისთვის აკეთებს, საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას პატრიოტიზმს ეძახის და ღალატის გზაზე შეგნებულადაა შემდგარი, ზოგს კი, შესაძლოა გულწრფელად სჯერა.
აგენტურა ინტელიგენციაშო საკმაოდ დიდი დოზითაა წარმოდგენილი. ზოგი ფინანსურად დააინტერესა, ზოგსაც მენტალიტეტიდან გამომდინარე „ამუშავებენ“.
რეზო ჩხეიძე გარკვეულწილად ასახავს იმ მოვლენას, რომელზეც ვისაუბრე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა ფაქტორიცაა ჩართული. რომელსაც ბოლომდე ვერ განვავრცობ. უბრალოდ, ინტელიგენციაში რუსული ძალების ზოგადი ფენომენის გარდა, რეზო ჩხეიძეზე გავლენას ერთი ადამიანი ახდენს. ეს ადამიანი მამაჩემის ასაკით და ჯანმრთელობით სარგებლობს და ასეთ განცხადებებს აკეთებინებს.“- აცხადებს თამარ ჩხეიძე.
წყარო "ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები






