გარემო დაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:46, 22 Dec, 2014     1683
ქარელის რაიონის სოფელ დოღლაურის ე.წ. ბერი კლდეების მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესაძლო გამოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

,,ქარელის რაიონის სოფელ დოღლაურის ე.წ. ბერი კლდეების მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესაძლო გამოვლენასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამინისტრო აუცილებლად მიიჩნევს ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირებისა და მაგისტრალების მშენებლობის შესაბამის რეგულაციებთან დაკავშირებით.

კერძოდ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით აუქციონის გამოცხადებისა და შესაბამისი რესურსით სარგებლობის საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" და „წიაღის შესახებ" საქართველოს კანონებით. აღნიშნული კანონების თანახმად, დადგენილია აუქციონის გამოცხადების პროცედურები, შესაბამისი სალიცენზიო პირობები და ყველა ის შემაკავებელი და აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც ეკისრება საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, დაინტერესებული პირი გამოვლინდება მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების აუქციონის გამოცხადების შემდგომ, რომელსაც აუქციონში გამარჯვებისას უფლება ეძლევა განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ამავდროულად უდგინდება ვალდებულებები, მათ შორის - დაიცვას „წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლი და დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამუშაოები კულტურული ან არქეოლოგიური ღირებულების ობიექტის გამოვლენის შემთხვევაში. თავის მხრივ, აგარა-ზემო ოსიაურის და რუისი-აგარას გზის საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ ავალდებულებს საქმიანობის განმახორციელებელს დაიცვას კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" და სამშენებლო სამუშაოების დროს კულტურული მემკვიდრეობის/არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენის შემთხვევაში შეწყვიტოს საქმიანობა და აცნობოს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არ ეხება მხოლოდ ლიცენზიის მფლობელს, კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულებას ,,დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისათვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ" სახელმწიფო ორგანოებს.

მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლის 20 დეკემბერს, სამინისტროში ინფორმაციის შემოსვლისთანავე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სალიცენზიო ფართობის შემოწმება და დადგინდა, რომ სარგებლობა ხორციელდებოდა ლიცენზიის პირობების დარღვევით, კერძოდ ლიცენზიის მფლობელის მიერ წიაღით სარგებლობის პროცესში არ იყო დაცული „წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ კომპანიას წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის საფუძველზეც წიაღით მოსარგებლეს აეკრძალა საექსპლუატაციო სამუშაოების განხორციელება კომპეტენტური ორგანოს დადებითი დასკვნის გარეშე. ასევე, შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ამ ეტაპზე წიაღის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია.

მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტო" კიდევ ერთხელ მოახდენს ლიცენზიანტების ინფორმირებას მოქმედი კანონის მოთხოვნებზე. პარალელურად, ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა წიაღით სარგებლობისა და მასთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები უახლოეს პერიოდში ევროპული სტანდარტებით დარეგულირდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42