მთავრობის კანცელარიასთან თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქცია სახელწოდებით: - „გადადგეს თავდაცვის მინისტრი“, "ფეისბუქის" გვერდზე დაანონსდა.
„მეგობრები, გადავწყვიტეთ ჩვენი მოთხოვნა ძალაში დავტოვოთ და გავაგრძელოთ პროტესტი მანამ, სანამ უპასუხისმგებლო მინისტრი არ გადადგება დაკავებული ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობიდან. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოიხადა ბოდიში, ჩვნეთვის არ არის საკმარისი, რადგან განმარტება იყო ასევე უპასუხისმგებლო და ტყუილი! მოგეხსენებათ ასეთი შინაარსის განცხადებები არ კეთდება მინისტრთან შეუთანხმებლად! ბატონი ჯანელიძე ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. თუ ახლა გაჩერდით, შემდგომში გაგვიჭირდება მსგავსი პრობლემების თავიდან არიდება! გელოდებით დღეს ყველას მთავრობის კანცელარიასთან 19:00 საათზე“, - მოქალაქეთა ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






