„ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მებრძოლი ქართველების სტატუსი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა სტატუსთან უნდა გაერთიანდეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დასარეგისტრირებლად პარალამენტის ბიუროს სხდომაზე გავა.
"ნაციონალური მოძრაობა" გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს კანონპროექტი "ომისა და სამხედრო ვეტერანების შესახებ" კანონში ცვლილებების თაობაზე, ასევე, კანონპროექტი, რომელიც ეხება და გაუთანაბრებს უკრაინაში მებრძოლი მეომრების სტატუსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სტატუსს", - განაცხადა ბეჟაშვილმა. ბეჟაშვილის თქმით კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს, რადგან უკრაინაში მებრძოლი ადამიანებისთვის დროულად მოხდეს შესაბამისი გარანტიებით უზრუნველყოფა.
მასალის გამოყენების პირობები






