ივანიშვილის თქმით, თუ უახლოეს 6 თვეში ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები არ დაჩქარდა და სერიოზული რეფორმების გატარება არ დაიწყო, ის აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში . „ივანიშვილს ნახევრად ხუმრობით უთქვამს, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება, როგორც ვატყობ, გარდაუვალია, რადგან 2016 წლის არჩევნებს „ქართული ოცნება“ ჩემს გარეშე დამაჯერებლად ვერ მოიგებს და ცხადია, საკუთარ პარტიას ზურგს ვერ შევაქცევ და ვერ ვუღალატებო. თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, მაშინ აუცილებლა მომიწევს დაბრუნება, რადგან ამ დროისთვის , „ქართულ ოცნებას“ მცირედი კაპიტალი აქვს, ვიდრე ეს 2016 წლისთვის ექნება, პარტიას ბევრი იმედგაცრუებული ადამიანი ჩამოსცილდა და მათი მობრუნება და იმაში დარწმუნება, რომ ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ გააჩნია ისევ მე მომიწევსო“- აცხადებს წყარო.
წყარო "კვირის ქრონიკა"
მასალის გამოყენების პირობები






