ვინ მართავს ,,მაესტროს“ ,,პროქართულ იდეოლოგიას“ - ჟურნალისტების პროტესტი
პოლიტიკა - 15:05, 22 Dec, 2014     2599
,,არხის ხელმძღვანელმა ბაია გადაბაძემ დაადასტურა, რომ არხმა პროქართული იდეოლოგია უნდა გაატაროს, რა დგას ამის უკან, ალბათ ვნახავთ“ - "მაესტროს" საინფორმაციოს ყოფილი პროდიუსერი სოფო ზურაბიანი ,,ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ რას გულისხმობდა არხის ხელმძღვანელობა ,,პროქართულში“ ეს გაუგებარია.

,,არ ვიცი რას ნიშნავს პროქართული იდეოლოგია. ჩვენ ისედაც საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაშუქებდით ყველა მოვლენას და ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი პროქართული მოვალეობა. აქცენტი იმაზე, რომ არხმა უნდა გაატაროს რაღაც იდეოლოგია, საფუძველშივე არასწორია. შესაბამისად რას ნიშნავს და რას გულისხმობდა პროქართული არ ვიცი. რა დგას ამის უკან, ვნახავთ ალბათ, როდესაც ეს იდეოლოგია გატარდება ჩვენს გარეშე“, - აცხადებს ჟურნალისტი.

სოფო ზურაბიანი ,,ნიუპოსტთან“ იმასაც ამბობს, რომ საინფორმაციოს სამსახურის მისამართით გამოთქმული რამდენიმე შენიშვნა ეჭქვეშ აყენებს არხის დასავლურ კურსს.

,,არხის საინფორმაციო სამსახურის მისამართით გამოთქმული რამდენიმე შენიშვნა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლებელია ეს მაინცდამაინც არ ემთხვეოდეს დასავლურ კურსს, თუმცა ამის გადაჭრით მტკიცება არ შეიძლება“, - აცხადებს სოფო ზურაბიანი.

,,ნიუპოსტი“ არხის ,,პროქართულ იდეოლოგიასთან“ დაკავშირებით ,,მაესტროს“ გენერალურ დირექტორთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ბაია გადაბაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ტელეკომპანია "მაესტროზე" რეორგანიზაცია გამოცხადდა. ტელეკომპანიაში ადასტურებენ, რომ არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ და "ცხრიანის" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა. მასთან ერთად არხიდან წავიდა რამდენიმე პროდიუსერი და ჟურნალისტების ნაწილი.

„გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ახალი ამბები" რჩება არხის პრიორიტეტად, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ განახლებული ფორმატით და ბადით დაუბრუნდება სატელევიზიო სივრცეს", - ნათქვამია ტელეკომპანიის დირექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42