აჭარის უმაღლესი საბჭოს ეზოში სოციალურად დაუცველების, ეკომიგრანტებისა და იპოთეკით დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს.
როგორც ცნობილი ხდება, დაცვის სამსახურმა მათ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და აქციის მონაწილეებმა ჭიშკარი შეანგრიეს და უმაღლესი საბჭოს ეზოში შევიდნენ.
ისინი უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან მედეა ვასაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
უმაღლეს საბჭოს დეპუტატები და ადმინისტრაცია აქციის მონაწილეებს ჯერჯეობით არ გამოხმაურებია. აქცია უმაღლეს საბჭოსთან დღეს, 13.00 საათზე დაიწყო. რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ხელვაჩაურში ე.წ. 53-ე ბატალიონში მცხოვრებლები უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დახმარებას სთხოვენ.
სოციალურად დაუცველები სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც მათ მდგომარეობას შეისწავლის. აქციის მონაწილეები ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. უშუალოდ იპოთეკით დაზარალებულთა მოთხოვნა კი, გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემაა.
მასალის გამოყენების პირობები






