"თავდაცვის სამინისტროს უჯიგრო მესვეურებო! შეხედეთ, როგორ ტირის უკრაინა თქვენს თანამოქალაქეს"
პოლიტიკა - 13:13, 22 Dec, 2014     3509
ირინა სარიშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვას და ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს პოზიციას ეხმაურება:

"ყველასთვის ცნობილია ჩემი პოზიცია სხვის ომში მონაწილეობასთან დაკავშირებით! მე არ ვთვლი ამას სწორ პოლიტიკად!
ისიც ცნობილია, რომ არც არსებული საგარეო პოლიტიკის მომხრე არ ვარ!

მაგრამ ყველა ადამიანი თვითონ, საკუთარი რწმენის მიხედვით ირჩევს გზას!
როდესაც შენ ქვეყანას მტერი შემოესევა, პოლიტიკის დრო უკვე აღარ არის!
როდესაც შენი ქვეყნის შვილი სხვა ქვეყანაში იბრძვის იმ ქვეყნის მოქალაქეთა გვერდით და მათთან ერთად იცავს მათ სამშობლოს, ხოლო შემდეგ იღუპება, არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხო, რომ შენი სამძიმრით შეურაცხყოფა მიაყენო გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს!

თავდაცვის სამინისტროს უსისხლო და უჯიგრო მესვეურებო!
შეხედეთ, როგორ ტირის უკრაინა თქვენს თანამოქალაქეს, როგორ პატივს მიაგებს მას და თუ მაინც არ შეგრცხვებათ თქვენი უზნეო განცხადების, ეგებ დადუმდეთ მაინც!!! თუნდაც წუთიერი დუმილით პატივისცემის ნიშნად!!!

მივმართავ მათაც, ვინც ნაცების სიძულვილით, ყველაფერს, სადაც ნაცს დაინახავს, უკუაგდებს! მე, ბევრი დღევანდელი მეოცნების ან მათი მხარდამჭერისგან განსხვავებით, არასოდეს ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, მაგრამ მე გეკითხებით ყველას, უკვე მერამდენედ:
რა უფრო მეტია თქვენში, ნაცების სიძულვილი თუ საკუთარი ქვეყნის სიყვარული, საკუთარი მოქალაქეების დაფასება, საკუთარი თავის და სხვისი, თუნდაც თქვენთვის მიუღებელი პოზიციის თანამოქალაქის, გმირობის და თავგანწირვის დანახვა???

სტატუსი უკომენტაროა"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42