„ადამიანი კანონი თავისუფლება“ აუდიტის სამსახურს განათლების სამინისტროში „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ხარჯვითი ნაწილისშესწავლას სთხოვს.
„ადამიანი კანონი თავისუფლებამ“ ჩაატარა კვლევა, რომელიც ეხებოდა „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ხარჯებს, კვლევა ცხადყოფს, რომ 2014-15 სასწავლო წლისთვის გაწეული ხარჯი არის გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი.
კვლევის მიხედვით მინისტრის ბრძანება პრაქტიკულად გამორიცხავს და თეორიულ დონეზე უშვებს იმ გარემოებას, რომ სახელმძღვანელობის 70% გამოვიდა ექსპლუატაციიდან და მისი ხელახალი გამოცემა გახდა საჭირო.
წიგნების დაზიანების გამო წარმოშობილ პრობლემებზე არავინ საუბრობს, რაც იმის დამადასტურებელია, რომ არ დამდგარა სახელმძღვანელოების ახლით ჩანაცვლების საჭიროება, მაშინ, როცა განათლების სამინისტრომ 3 989 510 ერთეულ წიგნი გამოსცა ხელახლა.
პროგრამის განხორციელება მეორე წელს დაჯდა პირველადი ბიუჯეტის 70%, თუმცა ორგანიზაციის გათვლებით ეს ხარჯი 5-6 მლნ ლარს, ანუ პირველადი ბიუჯეტის 30-37%-ს არ უნდა გაცდენოდა.
კვლევის პროცესში გამოიკვეთა თითოეული სახელმძღვანელოსთვის საჭირო ხარჯის ზრდის ტენდენციაც. გარდა იმისა, რომ გაუგებარია რატომ გახდა საჭირო ამ ოდენობის ხარჯის გაწევა მეორე სასწავლო წელს, ასევე გაუგებარია რატომ იზრდება წიგნის საშუალო ღირებულება 2,80 ლარიდან 3,20 ლარამდე.
საეჭვოა გათვალისწინებული 2014-15 წლების პროგრამის ბიუჯეტის, 9 მლნ ლარის 12,8 მლნ ლარამდე ზრდა და ამ თანხებიდან 10,4 მლნ ლარის მხოლოდ ორი იურიდიული პირისთვის, „გაერთიანებული ქართული სტამბა ფავორიტი პრინტი & მვპ“-სთვის და 3 359 369 ლარი - შპს „ინგლისური სახლი საქართველო“სთვის გადაცემის საკითხიც.
მასალის გამოყენების პირობები






