თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გვითხრა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი უშიშროების საბჭოს მდივანს, ირინა იმერლიშვილს გამოუთქვამს, მაგრამ მისი კანდიდატურა მთავრობაში დაიბლოკა.
ასევე დასახელდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის კანდიდატურაც. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავად წულუკიანს სხვა გეგმები აქვს. ის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას (საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის თანამდებობაზე).
პოლიტიკურ კულუარებში სახელდება ლადო ჭანტურიას კანდიდატურაც, რომელსაც 1999-2004 წლებში ერთხელ უკვე ეკავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი. ამჟამად ჭანტურია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ხელმძღვანელობს. ელჩის თანამდებობაზე ის 2014 წლის თებერვალში დაამტკიცეს... ეს ინფორმაცია "კვირის პალიტრამ" ლადო ჭანტურიასთან გადაამოწმა. გვითხრა, რომ შემოთავაზება არ მიუღია...
ექსპერტების ვარაუდით, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეარჩევს, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ განხილვებმა პარლამენტში სერიოზული ხმაურით ჩაიაროს.
წყარო „კვირის პალიტრა“
მასალის გამოყენების პირობები






