საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განმარტებას ეხმაურება, იმასთან დაკავშირებით, რომ 20 დეკემბერს გავრცელებული განცხადება ტექნიკური მიზეზების გამო მინისტრთან შეთანხმებული არ იყო.
"მგონი ჯადო გაუკეთეს, "ტექნიკური შეცდომა"? 24 საათი არავინ იყო ცოცხალი და საკუთარი ვებგვერდის წამკითხავი? ასეულობით კომენტარსაც ის ადამიანი შლიდა, ვინც ეს განცხადება დაწერა, არ ჩათვალა საჭიროდ მისი ვინმესთვის ჩვენება, გააქანა და პირდაპირ ვებგვერდზე გამოკიდა? თავად ვერ მიხვდით, პრემიერმა გიკარნახათ, რა უნდა გაგეკეთებინათ და არ უთქვამს იმ ადამიანს, რომ ბოდიში პირობით მოიხადეთ, თან ტექნიკური შეცდომა დაარქვითო?! როგორც ჩანს, თავად არ გაწუხებთ საკუთარი განცხადება და იქნებ პრემიერს მაინც დაუჯეროთ, ზუსტი მითითება მოგცათ, როგორ უნდა მოქცეულიყავით, თუმცა ახლა უკვე გვიანია, კიდევ რამე ახალი განცხადება უკვე ხიფათის უფრო მაღალ განზომილებაშია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე უარესი ის არის, რომ მდუმარენი და დამალულნი პრემიერის განცხადების შემდეგ აჟღურტულდნენ", - წერს ხიდაშელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






