დიმიტრი შაშკინი, რომელიც წლების მანძილზე სამი უწყების მინისტი იყო, ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არ არსებობს. მისი თქმით, უწყების პრესმდივანი და პიარ-დეპარტამენტი არცერთ განცხადებას და მითუმეტეს ამ შინაარსისას, არ ავრცელებს უშუალოდ მინისტრთან, ან უკიდურეს შემთხვევაში მის მოადგილესთან შეთანხმების გარეშე.
,,4 წლის განმავლობაში ვიყავი მთავრობაში სამი უწყების მინისტრი. არასად, არასოდეს არცერთი პრესმდივანი არ აკეთებს განცხადებას პირადად მინსიტრთან შეთანხმების გარეშე, ეს არის ნონსენსი, რადგან პრესამსახურის თანამშრომელი არის ადამიანი, რომელიც მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, გადასცემს მედიას და საზოგადოებას პირველი პირის ინფორმაციას. ნებისმიერი განცხადება, რომელიც იწერება გადის ვიზირებას და პირადად თანხმდება პირველ პირთან, თუ ეს არ არის რაღაც რუტინული განცხადება. თუ მინისტრი არ არის, მაშინ ის თანხმდება კურატორ მოადგილესთან“, - აცხადებს შაშკინი და სამინიტროს მოუწოდებს, გამოაშკარაონ ის პირები ვინც ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება თავის თავზე აიღო.
,,მინიტრის მოადგილის ამ განცხადების შემდეგ, მაშინ უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს განცხადება დადო - ადმინისტრაციის უფროსის, შემდეგ პიარ-დეპარტამენტის. თუკი ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რაც ნაკლებად დამაჯერებელია, მაშინ უნდა გამოვიდეს მინისტრის მოადგილე, რომელიც დღეს ამას აცხადებს და უნდა თქვას, ვინ იყო ის იქს-ადამიანი, რომელმაც თითნებურად განცხადების დადებით სერიოზული ზიანი მიაყენა როგორც სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ასევე ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს და დაიწყოს სამსახურეობრივი დევნა ამ ადამიანის. ეს არ არის რიგითი განცხადება. ამიტომ უნდა გვითხრან ვინ არიან ის ადმაინები და მე ძალიან მაინტერესებს, ისინი რამდენად აღიარებენ, რომ ეს იყო მათი თვითნებობა. თუ მათ ასეთი ,,მეისრეები“ ნახეს, ვინც აღიარებს, რომ არიან ასეთი არაკომპეტენტურები და ამავდროულად სუბორდინაციას და შინაგანაწესს აღრვევენ, არ ვიცი“, - აცხადებს შაშკინი და დასძენს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, საზოგადოებამ ამის დაიჯეროს. მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა სამინისტროს პირდაპირ ბოდიში მოეხადა ყოველგვარი მსგავსი მიზეზების მოყვანის გარეშე.
,,მე ვფიქრობ, უფრო სწორი იქნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ეღიარებინა, რომ დაუშვეს უდიდესი შეცდომა. ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა, ჩემი აზრით, დაღუპული გმირის წინაშე. ასეთი ბოდიში უფრო მისაღები იქნებოდა, ვიდრე მეისრეების აღმოჩენა“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






