,,კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ დაღუპული ყოფილი სამხედროს ხსოვნას. ვწუხვარ და ვუსამძიმერბ მის ოჯახს, ეს არის უდიდესი დანაკლისი საქართველოსთვის, თავადაცვის სამინსიტროსა და მთლიანად შეიარაღბული ძალებისთვის, თავადცვის სამინისტრო მზად არის ყოველგვარი დახმარება გაუწიოს გარდაცვლილის ოჯახს და მიაგოს ღირსეული პატივი.
რაც შეეხება განცხადებას, მინდა აღვნიშო და დავაფიქსირო პირადად ჩემი პოზიცია, რომ საზოგადოების რეაქციამ ამ განცხადებაზე აჩვენა, თუ რამდენად ძლიერია ქართული საზოგადოების მოთხოვნა სახელმწიმფოს სტურქტურების მიმართ. ეს იყო შეცდომა, თუმცა შეცდომსიგან დაზღვეული არვინაა. ჩვენ ვხედავთ ამ შეცდომას და ვაღიარებთ. არ გამოვირცხავ, რომ ეს იყო დაშვებული შეცომდა გარკვეულ ემოციურ ფონზე, მისი შედგენის დროს გაირკვა, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი დათხოვნილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2008 წელს, ყოფილი ხელისუფლების დროს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კითხვაზე, თუ ვისი შეცდომა იყო და ვინ მოამზადა ის და გაეცნო თუ არა მას მინიტრი, ლევან ღირსიაშვილი პასუხობს, რომ ,,თავდაცვის მინისტირი ამ განცხადებას გამოქვეყნებამდე არ გაცნობია, იყო შეთანხმება, რომ უნდა გამოცხადებულიყო მხოლოდ სამძიმრი.
ტექსტი მომზადდა თავდაცვის თანამშრომლების მიერ და სრული ტექტსი, რაც იხილა საზოგადოებამ არ იყო მინსიტრთან შეთანხმებული. ის თუ რატომ გაქრა, სწორედ ამის გამო თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ ეს შეცდომა გამოგვესწორებინა. ბატონი მინდია ჯანელიძე არ იმყოფებოდა ადგილზე და ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ტექსტის საბოლოო ვარიანტის შეთანხმება. ტექტის საბოლო ვერსია არც ჩემთანა რ ყოფილა შეთანხმებული. ამიტომ ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას“, - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.
რაც შეეხება გადაცემის წამყვენების კითხვას, თუ რატომ მოხდა ტესტის აღება მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა თავდაცვის სამინისტროს უსაყვედურა, მინისტრის მოადგილემ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გასცა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეს მინდია ჯანელიძემ არ იცოდა.
მასალის გამოყენების პირობები






