რუსეთის მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს და მისი ცემის ფაქტს მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს.
"საქართველოში ადამიანის ცემა კანონით იკრძალება! რესტორანში ვიყავი დაცვის გარეშე. აღმასრულებელი დირექტორი დაცვასთან ერთად მე და ვლადიმერ პუტინს დედას გვაგინებდა, ასევე ლანძღავდე რუსეთს! მათ 4-მა დამიწყეს ცემა, ძირს დამაგდეს და წაქცეულს მირტყამდნენ. მადლობა ღმერთს, პოლიციამ იპოვა ჩანაწერები, სადაც ისინი წაქცეულს მირტყამენ! სირცხვილია!!! ეს არაკაცობაა!
შეგიძლიათ წაიკითხოთ კომენტარები ამ არაადამიანურ ქმედებაზე! თვით დაცვის კომპანია "ალგანი" (თუ არ მეშლება) ამ საკითხს სარკაზმით მოეპყრო. აი, რა მოუტანა გლობალიზაციამ საქართველოს! მადლობა ყველას ვინც გვერდზე მედგა იმ მომენტში", - წერს ხუბუტია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

მასალის გამოყენების პირობები






